ახალი ამბები

პრემიერის თქმით, SGS-თან ხელშეკრულებაზე რუსეთიდან ჯერ პასუხი არ მიუღიათ

1 ივლისი, 2016 • 1340
პრემიერის თქმით, SGS-თან ხელშეკრულებაზე რუსეთიდან ჯერ პასუხი არ მიუღიათ

საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, SGS-თან დაკავშირებული ხელშეკრულება რუსეთის მთავრობას გაუგზავნეს, თუმცა კრემლიდან პასუხი არ მიუღიათ.

“რაც შეეხება SGS-თან ხელშეკრულებას, ის ჩვენ გავაგზავნეთ რუსულ მხარესთან. ჯერჯერობით იქიდან პასუხი არ მიგვიღია. ეს არის მექანიზმი, რომელიც სტატუსნეიტრალურად ტვირთების გატარებას ითვალისწინებს”, – განაცხდა გიორგი კვირიკაშვილმა.

რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების გამო რუსეთსა და საქართველოს შორის 2011 წელს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ტვირთების მოძრაობის კონტროლი აფხაზეთის მიმართულებით ნეიტრალურმა კომპანიამ უნდა განახორიცელოს. ნეიტრალურ კომპანიად შეარჩიეს  SGS (Societe Generale de Surveillance SA).

მასალების გადაბეჭდვის წესი