ახალი ამბები

მაქაცარია: ქუთაისს საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი ექნება

8 თებერვალი, 2012 • 2165
მაქაცარია: ქუთაისს საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი ექნება

კოლხური შადრევანი ქუთაისში
კოლხური შადრევანი ქუთაისში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქუთაისის ცენტრში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

“ძალიან ბევრ ადამიანს მოსწონს ეს ადგილი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს დაათვალიერა. ქუთაისს საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი ექნება,” – განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ.

ქუთაისის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა: საძირკველი ჩეყარა ე.წ. “კოლხურ შადრევანს”, რომელიც დავით აღმშენებლის ძეგლის ადგილზე შენდება (ძეგლი სადგურის მოედანზე იქნა გადატანილი), დამონტაჟდა რკინა-ბეტონის 30 კონსტრუქცია, რომლებზეც კოლხური ქანდაკებები დამონტაჟდება.

შადრევნის ირგვლივ, ცენტრალური მოედნის სავალ ნაწილზე, ფერადი ქვაფენილი იგება და მონტაჟდება თანამედროვე განათების სისტემა. პროექტი, რომლის ღირებულება 5 მილიონი ლარია, გასული წლის ოქტომბრის ბოლოს დაიწო და 2 მაისს დასრულდება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების იერსახის მოწერსიგება.

დღესვე დავით ბაქრაძემ დაათვალიერა მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ქუთაისის მესხიშვილის თეატრში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს ქუთაისში ჩავიდა და გელათის სამონასტრო კომპლექსში საზეიმო წირვა-ლოცვას დაესწრო, რომელიც დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით გაიმართა.

ამ დროისთვის დასასრულს უახლოვდება მესხიშვილის თეატრის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, რომელიც გულისხნობს ჩუქურთმებიანი ფასადის აღდგენას, ეკლარის პერანგის დასუფთავებას და საძირკველის გამაგრებით სამუშოებს. პირველი ეტაპისთვის 320 ათასი ლარია გათვალისწინებული.

მეორე ეტაპი შიდა სამუშოებს მოიცავს: დაგეგმილია იარუსების, პარტერისა და ჰოლის სრულად აღდგენა, ჭერის მოხატვა და სკამების გამოცვლა. მესამე და ძირითადი ეტაპი კი უშუალოდ სცენის მოწყობას ითვალისწინებს: თეატრში დამონტაჟდება თანამედროვე აპარატურა და განათება-გახმოვანების სისტემები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ქუთაისში დავით აღმშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით ჩავიდა. დღის პირველ ნახევარში ის გელათის სამონასტრო კომპლექსში საზეიმო წირვა-ლოცვას დაესწრო და პატივი მიაგო დავით აღმაშენებლის საფლავს.

ამავე თემაზე:

ბაქრაძე: საქართველოს ჭირდება აღმშენებლობა, რეფორმები, გამთლიანება

მასალების გადაბეჭდვის წესი