ახალი ამბები

ანონსი – 1 ივლისი

30 ივნისი, 2016 • 1623
ანონსი –  1 ივლისი

11:00 ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში ოთარ კახიძისა და თინა ბოკუჩავას პრესკონფერენცია გაიმართება.

11:00 თელავში ენმ-ს ლიდერები, კახეთის რეგიონის მაცხოვრებლებს, პარტიის ეკონომიკურ პროგრამას გააცნობენ. მისამართი: თელავი, ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი ( ქართუ ბანკის წინ)

11:00 საათზე  ,,თავისუფალი დემოკრატები“ ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე განაახლებენ  ქუჩის კამპანიას – ,,თავისუფლება ჯარისკაცებს”. პარტიის ლიდერები აგრძელებენ ხელმოწერების შეგროვების კამპანიას და მოქალაქეებს მოუწოდებენ წვლილი შეიტანინ “კაბელების საქმის” მსჯავრდებულთა გათავისუფლებაში.

11:30 “პირველის პრესკლუბში” “დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: საარჩევნო გარემო, კვლევები და სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:45 საათზე, ევროპის საბჭო მართავს ციხის ჯანდაცვის რეფორმის შეფასების პრეზენტაციას, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ევროპის საბჭოს ექსპერტების დასკვნები და რეკომენდაციები. პრეზენტაციას დაესწრებიან და სიტყვას წარმოთქვამენ სასჯელაღსრულების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე  ნინო ბერძული.

12:00 “პირველის პრესკლუბში” „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე–პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: GWP–ისა და გოგირდის აბანოების დავა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

12:00 სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას ელექტრონული კომუნიკაციების და მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირების და ლიცენზიის მფლობელების, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისოორგანიზაციების, არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან. პრეზენტაციას დამსწრე საზოგადოებას კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე წარუდგენს.

12.00 სთ -ზე, კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების  სააგენტოსთან ერთად, წყალმომარაგების სფეროს განვითარებისთვის, დასაქმების ფორუმს იწყებს. დასაქმების ფორუმისა და კრეათონის შედეგად გამოვლენილი საუკეთესო პროექტების ავტორები კომპანიაში სამთვიან სტაჟირების პროგრამას გაივლიან, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით. მისამართი: ტექნოპარკი, ინოვაციების ქ. 7

12:30 ,,პრაიმტაიმის“ პრესკლუბში, ,,ტერორიზმის ცენტრის ხელმძღვანელი“ ბადრი ნაჭყებია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: 1. რეკომედაციები, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ მოსალოდნელი ტერორისტული აქტის დროს. 2. საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ გაუცია რეკომენდაცია თურქეთში  არგამგზავრების შესახებ. 3. ტურები ეგვიპტეში და ტერორიზმის საფრთხე

13:00 “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ოფისში (აღმაშენებლის გამზირი 61)  ორგანიზაცია გამართავს პრერსკონფერენციას, რომელზეც ისაუბრებს  თბილისის მერიაში 2014 წლის 1 დეკემბერს გამოცხადებულ საჯარო მოხელეთა კონკურსის დოკუმენტაციაში აღმოჩენილ ხარვეზებთან/ ყალბ მონაცემებთან დაკავშირებით.

13:00 ყოფილი პატიმარი, უფლებადამცველი მამუკა ტუსკაძე ,,პრაიმტაიმის“ პრესკლუბში გამართავს პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ,,სააკაშვილის დროინდელი ციხეები, რომელმაც სულხან მოლაშვილი შეიწირა“; ,,დღევანდელ პროკურატურა, რომელმაც ყოფილ ხელისუფლებასთან კოჰაბიტაციით დღემდე ვერ გამოიძია უკანონო პატიმრების საქმეები“.

14:00 პარტია „მემარცხენე ალიანსის“ თიანეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი  გიორგი არჩემაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში პრესკონფერენციას ჩაატარებს.

15:00 საათზე, პარტიის ოფისში, ირაკლი ალასანია ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ სხვა ლიდერებთან ერთად ბრიფინგს გამართავს.

15:30 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება.

16:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება.

19:00  სოფ. მარაბდაში 1625 წელს მარაბდის ბრძოლაში დაცემული გმირების უკვდავყოფის მიზნით ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან „ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახ. სრულიად საქართველოს ჩოხოსა რაინდთა დასი“, ააიპ „შეიარაღებული ძალების მხარდაჭერისთვის“ და „ომში დაღუპულ მეომართა ოჯახის წევრების დახმარებისა და შემწეობის ფონდი-მეოხი 2004″ მის: სოფ. მარაბდა. ცხრა ძმა ხერხეულიძის სახელობის მემორიალი საკონტაქტო პირი: ზაირა მიქატაძე 598 59 46 55

მასალების გადაბეჭდვის წესი