ახალი ამბები

ივანიშვილი: არჩევნების 30–პროცენტიანი გაყალბების შემთხვევაში ჩვენ გავალთ ქუჩაში

8 თებერვალი, 2012 • • 1319
ივანიშვილი: არჩევნების 30–პროცენტიანი გაყალბების შემთხვევაში ჩვენ გავალთ ქუჩაში

“არჩევნებამდე ჩვენ არ ვაპირებთ ქუჩის აქციების დაწყებას. ჩვენ გვინდა, რომ არჩევნებამდე მივიდეთ, ხოლო არჩევნებში დიდი გაყალბების შემთხვევაში გამოვალთ ქუჩაში. 5–პროცენტიან გაყალბებას ჩვენ გადავიტანთ, რაც რეალურად შეიძლება მოხდეს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების 30–პროცენტიანი გაყალბება მოხდა, რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვალთ ქუჩაში და კანონიერი გზებით მოვახერხებთ ჩვენი ხმების დაცვას,” – განუცხადა ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილმა დღეს, 8 თებერვალს, “ქართული ოცნების” ოფისში პრესსპიკერის წარდგენისას.

რაც შეეხება შეკითხვას, თუ როდის შეიქმნება მისი პარტია “ქართული ოცნება”, ივანიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის პრეზენტაცია მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში იგეგმება. მისივე თქმით, ერთ კვირაში წარდგება საინიციატივო ჯგუფიც, თუმცა ივანიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე თავი შეიკავა იმ პოლიტიკოსების ვინაობის დასახელებისაგან, ვინც პარტიის საინიციატივო ჯგუფში იქნებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი