სტამბულის მერის განცხადებით, ამ დროისათვის დაღუპულთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა, ხოლო დაჭრილია 60 ადამიანი, მათგან 6 კრიტიკულ მდგომაროებაშია.
გვიან ღამით ათათურქის აეროპორტში 2 აფეთქება მოხდა, ასევე აეროპორტის ტერიტორიაზე გამოჩნდნენ შეირაღებული პირები. წინასწარი ინფორმაციით, აეროპორტში 3 თვითმკვლელი ტერორისტი იმყოფებოდა. როგორც თურქული მედია იტყობინება, აფეთქებები აეროპორტის შენობის გარეთ, უსაფრთხოების კონტროლის ზონიდან მოშორებით მოხდა. თურქეთის პოლიციის პრესსპიკერის განცხადებით კი, შესაძლოა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი მაშინ აიფეთქა, როდესაც ტერმინალში შეღწევას ცდილობდა და აეროპორტის დაცვას ცეცხლი გაუხსნა. მოგვიანებით, თვითმხილველთა განცხადებით, სროლის ხმა გაიგონეს აეროპორტის პარკინგზეც.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამნისტროს ცნობით, თურქული მხარე ამ ეტაპზე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს.
Guardian-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, თურქული მხარის მიერ დაწესებული აკრძალვის გამო, მედიის წარმომადგენლებს შემთხვევის ადგილზე შესვლის უფლებას არ რთავენ. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯიპ ტაი ერდოღანმა საგანგებო სხდომა მოიწვია. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.