რომის პაპის, ფრანცისკეს განცხადებით, კათოლიკე ეკლესიამ უნდა მოუბოდიშოს ლგბტ თემის წევრებს და ზოგადად ყველას, ვინც ეკლესიის მხრიდან დისკრიმინაციას განიცდის.
“ვიმეორებ, რომ კათოლიკე ეკლესიის კატეხიზმო ამბობს, რომ არ უნდა მოხდეს მათი დისკრიმინაცია, მათ უნდა ვცეთ პატივი და ვუჩვენოთ გზა.” – განცხადება პაპმა საკუთარი თვითმფრინავის ბორდზე გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, როდესაც სომხეთს ტოვებდა – “ეკლესიამ პატიება უნდა ითხოვოს ბევრი რამის გამო, როდესაც ვამბობ ეკლესიას, ვგულისხმობ ქრისტიანებს. ეკლესია წმინდაა, ცოდვილები ჩვენ ვართ.”
პაპის ამბობს, რომ მას სჯერა, ეკლესიამ ბოდიში უნდა მოუხადოს არა მხოლოდ გეი ადამიანებს, არამედ ქალებსა და ბავშვებს, ვინც შრომითი ექსპულატაციის მსხვერპლი არიან.
ამ დრომდე არც ერთ რომის პაპს საჯაროდ განცხადება ლგბტ თემის შესახებ არ გაუკეთებია. ამ განცხადებას კათოლიკე აღმსარებლობის მრევლი ჰომოსექსუალიზმის მიმართ დამკვიდრებულ დამოკიდეულებაში მნიშვნელოვან გარღვევად მიიჩნევს. CNN-ის ინფორმაციით, პაპმა ფრანცისკემ თემაზე საუბარი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მას ორლნადოში განვითარებულ მოვლენებზე ჰკითხეს.
პაპმა ამჟამად კავკასიის რეგიონს სტუმრობს. მისი ვიზიტი საქართველოში სექტემბრის ბოლოსაა დაგეგმილი.