ახალი ამბები

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ფიჯი 14:3 დაამარცხა

24 ივნისი, 2016 • 1719
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ფიჯი 14:3 დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ამხააგურ მატჩში ფიჯის 14:3 სძლია და ოკეანეთის ტურნე დაუმარცხებლად დაასრულა.

თუ პირველ ნახევარში გუნდები თითო-თითო ჯარიმით 3:3 დაზავდნენ, მეორე ტაიმის დებიუტშივე საქართველოს ნაკრები ჯერ ხმალაძის ლელოთი გავიდა წინ, ხოლო მოგვიანებით კვირიკაშვილმა ორი ჯარიმით კიდევ 6 ქულა მოიპოვა და საბოლოოდ ანგარიშით 14:3 საქართველომ გაიმარჯვა.

ოკეანეთის ტურნეს ფარგლებში საქართველოს ნაკრებმა დაამარცხა ტონგა, ხოლო სამოასთან ფრედ ითამაშა.

მასალების გადაბეჭდვის წესი