ახალი ამბები

სექსუალური შევიწროების შესახებ კანონპროექტის მომხრე და მოწინააღმდეგე დეპუტატები

23 ივნისი, 2016 • 1434
სექსუალური შევიწროების შესახებ კანონპროექტის მომხრე და მოწინააღმდეგე დეპუტატები

დღეს, 23 ივნისს პარლამენტმა მეორე მოსმენით, 22 ხმით 9-ის წინააღმდეგ ჩააგდო კანონპროექტი, რომლის მიხედვით სექსუალური შევიწროება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ხდება.

კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა მისცეს: დიმიტრი ხუნდაძემ (ოცნება), ვლადიმერ აჩბამ (ოცნება), გოდერძი ბუკიამ (უპარტიო მაჟორიტარი), კახაბერ ოქრიაშვილმა (უპარტიო მაჟორიტარი), მალხაზ ვახტანგაშვილმა (ეროვნული ფორუმი), თამაზ ყაჭეიშვილმა (მრეწველები), ზურაბ ტყემალაძემ (მრეწველები), გოგი თოფაძემ (მრეწველები) და დემურ ბაშელეიშვილმა (მრეწველები).

კანონპროექტს მხარი დაუჭირეს: ვალერი გელაშვილმა (ოცნება), თამაზ მეჭიაურმა (დამოუკიდებელი მაჟორიტარი), ივანე კიღურაძემ (ოცნება), გედევან ფოფხაძემ (ოცნება), ზაქარია ქუცნაშვილმა (ოცნება), ნანა ყეინიშვილმა (ოცნება), გია ჟორჟოლიანმა (ოცნება), დარეჯან ჩხეტიანმა, ელისო ჩაფიძემ (ოცნება), შოთა ხაბარელმა (ოცნება), ლერი ხაბელოვმა (ოცნება), ფატი ხალვაშმა (ოცნება), თედო ჯაფარიძემ (ოცნება), მალხაზ წერეთელმა (რესპუბლიკელები), თამარ ხიდაშელმა (რესპუბლიკელები), თამარ კორზაიამ (რესპუბლიკელები), ვახტანგ ხმალაძემ (რესპუბლიკელები), ფრიდონ საყვარელიძემ (რესპუბლიკელები), დავით უსუფაშვილმა (რესპუბლიკელები), თამარ კორძაიამ (რესპუბლიკელები), თეიმურაზ ნერგაძემ (რესპუბლიკელები), დავით ბერძენიშვილმა (რესპუბლიკელები) და პაატა კიკნაველიძემ (მრეწველები).

კანონპროექტის მიხედვით, სამართალდარღვევათა კოდექსს” ახალი მუხლი ემატება, რომელიც შრომითი ურთიერთობებისას სექსუალურ შევიწროებას ეხება. კერძოდ,  ცვლილებების თანახმად, შრომითი ურთიერთობებისას სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს, ან იწვევს პირის ღირსების შელახვას, ან მისთვის დამამცირებელი, მტრული ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იმავე ქმედების გამეორება ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში გამოიწვევს 1000 ლარით დაჯარიმებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი