ახალი ამბები

პარლამენტმა “საარჩევნო პერიოდში ეთიკის წესების შესახებ” განცხადება მიიღო

22 ივნისი, 2016 • 1161
პარლამენტმა “საარჩევნო პერიოდში ეთიკის წესების შესახებ” განცხადება მიიღო

დღეს, 22 ივნისს პარლამენტმა 87 ხმით მიიღო პროექტი “საარჩევნო პერიოდში ეთიკის წესების შესახებ”.

“კოდექსი ღიაა სხვა პოლიტიკური სუბიექტებისთვის და შეუძლიათ შემოუერთდნენ. “ნაციონალურ მოძრაობასთან” იყო კომუნიკაცია და, იმედია, მათ მიერ გაზიარებული იქნება ეს დოკუმენტი, “- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ეთიკის კოდექსის მიხედვით, საქართველოს პარლამენტი:

აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესის განმავლობაში პოლიტიკური პარტიების მიერ დაცული უნდა იქნეს დადგენილი ქცევის წესები და ეთიკური სტანდარტები, რაც წარმოადგენს საზოგადოების ნდობის მოპოვების მნიშვნელოვან წინაპირობას და კარგი მმართველობის ერთ-ერთი უმთავრეს კომპონენტს, აღიარებენ მათ მნიშვნელობას დემოკრატიული ხელისუფლების განვითარების საქმეში;

აცხადებს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა იმოქმედონ კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობის, საარჩევნო კოდექსის, დემოკრატიული მმართველობის პრინციპების შესაბამისად, რითიც განუხრელად უზრუნველყოფენ საზოგადოების ინტერესების დაცვას;

აღიარებს პოლიტიკური პარტიების უფლებას, იქონიონ კონკრეტული პოლიტიკური პლატფორმებისა და პროგრამების წარმოჩენების, განსხვავებული პოლიტიკური იდეებისა და პრინციპების თავისუფლად გავრცელების შესაძლებლობა;

მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, უარი თქვან სიძულვილის ენაზე ან ისეთი გამონათქვამების გამოყენებაზე, რომელიც არის პროვოკაციული, ცილისმწამებლური, ღირსების შემლახველი, ქსენოფობიური, შეიცავს მუქარას ან უბიძგებს ნებისმიერი ფორმის ძალადობისკენ,”- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საპარლამენტო პარტიებიდან ხელს “თავისუფალი დემოკრატები”, “ქართული ოცნება”, “ეროვნული ფორუმი”, “რესპუბლიკელები”,  “მრეწველები” და “კონსერვატორები” აწერენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი