ახალი ამბები

პარლამენტმა საარჩევნო სპეცუბნებთან დაკავშირებით კანონი მიიღო

22 ივნისი, 2016 • 1044
პარლამენტმა საარჩევნო სპეცუბნებთან დაკავშირებით კანონი მიიღო

დღეს, 22 ივნისს პარლამენტმა 80 ხმით დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიღების მიზანი ე.წ. სპეცუბნების საკითხის რეგულირებაა.

“საქართველოს საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების შეტანის შესახებ მომზადებული  კანონპროექტის მიხედვით, იკრძალება სპეციალური უბნების შექმნა თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების, ასევე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ქვედანაყოფების ტერიტორიაზე.

ასევე, კონკრეტდება იმ გამონაკლისების ჩამონათვალი, სადაც რჩება სპეცუბნების შექმნის შესაძლებლობა 50-ზე მეტი ამომრჩევლის შემთხვევაში. ესენია: სამხედრო მოსამსახურეების დისლოკაციის ადგილი საზღვარგარეთ, პენიტენციური დაწესებულებები(პატიმრებისთვის და მსჯავრდებყლებისთვის), საავადმყოფოები და სხვა სტანციონარული სამკურნალო დაწესებულებები, სათნოების სახლები, მიუსაფართა თავშესაფრები, შშმ პირთა პანსიონატები და სხვა სოციალური მიზნის დაწესებულებები. ხოლო თუ ამ დაწესებულებებში ამომრჩეველთა რაოდენობა 50-ს არ აღემატება, ის მიემაგრება უახლოეს საარჩევნო უბანს.

მასალების გადაბეჭდვის წესი