ახალი ამბები

PACE-ში ლიბერალ-დემოკრატების ჯგუფი საქართველოში პოლიტიკოსებზე თავდასხმას გმობს

22 ივნისი, 2016 • 1459
PACE-ში ლიბერალ-დემოკრატების ჯგუფი საქართველოში პოლიტიკოსებზე თავდასხმას გმობს

 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის [PACE] წევრი ლიბერალ-დემოკრატების [ALDE] ალიანსის ჯგუფი საქართველოში “პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმებს გმობს”. ამის შესახებ ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“ALDE-PACE ყურადღებით აკვირდება საქართველოში 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ არსებულ სიტუაციას. ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული იმის გამო, რომ რამდენიმე პოლიტიკოსს, მათ შორის ჩვენს ყოფილ და ახლანდელ კოლეგებს, ასევე ჟურნალისტებს, ფიზიკურად დაესხნენ თავს. ALDE-PACE გმობს ამ თავდასხმებს და საქართველოს, რომელიც 1999 წლიდან არის ევროსაბჭოს წევრი, მოუწოდებს მსგავსი აქტების სამომავლო პრევენციისა და ძალადობაში მონაწილე პირების პასუხისგებაში მიცემისაკენ. ძალადობა არ შეიძლება იყოს პოლიტიკური ბრძოლის საშუალება და მათი დაუსჯელობა, ვინც ფიზიკურად ესხმის თავს პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს, სერიოზული საფრთხეა დემოკრატიისთვის”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი