ახალი ამბები

ცესკოში პოლიტიკურ პარტიებს საოლქო საარჩევნო კომისიების უფლება-მოვალეობები გააცნეს

21 ივნისი, 2016 • 1417
ცესკოში პოლიტიკურ პარტიებს საოლქო საარჩევნო კომისიების უფლება-მოვალეობები გააცნეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, პოლიტიკურ პარტიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც პარტიების წარმომადგენლებს ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიების ფუნქციების შესახებ ინფორმაცია გააცნეს.

ცესკოს ცნობით, მონაწილეები დეტალურად გაეცნენ საოლქო საარჩევნო კომისიების უფლება-მოვალეობებს და კანონით დადგენილ მათ მიერ გასატარებელ ღონისძიებებს 2016 წლის 8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის.

შეხვედრაზე განიხილეს ცესკოს მიერ შემუშავებული არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა; აღნიშნული დოკუმენტი არსებითად მნიშვნელოვანია როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ეფექტურობისთვის, ისე საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეების ხელშეწყობისა და მთლიანი საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებისთვის, განმარტავს ცესკო. 

შეხვედრას ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიასთან და კომისიის წევრებთან ერთად 35 პარტიის წარმომადგენელი ესწრებოდა. სამუშაო შეხვედრაში ასევე ჩართულები იყვნენ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიების ფუნქციების სახელმძღვანელო ინსტრუქციების შემუშავებაში.

ცესკო მომავალშიც ტრადიციულად გეგმავს ჩართულ მხარეებთან, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებთან სამუშაო/საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებას და პერმანენტულად მიაწვდის მათ ინფორმაციას საარჩევნო ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანოებების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი