დღეს, 20 ივნისს ევროკავშირის საბჭოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის ფარგლებში საქართველოს საკითხს განიხილავენ.
სხდომას საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი უხელმძღვანელებს.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრებმა საბჭოს 10 ივნისს გამართულ სხდომაზე ვერ მიაღწიეს შეთანხმებას საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების თაობაზე.
“ბევრი ქვეყანა ფიქრობს, რომ საქართველო აკმაყოფილებს მოთხოვნებს [უვიზო რეჟიმის მისანიჭებლად], ქვეყნების მცირე რაოდენობა კი, არა”, -განაცხადა სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კლაას დაიჰოფმა, ნიდერლანდების სახელმწიფო მდივანმა უსაფრთხოებისა და იუსტიციის საკითხებში.