ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევი და სარგსიანი პუტინთან შეხვედრებს გამართავენ

20 ივნისი, 2016 • 1436
ალიევი და სარგსიანი პუტინთან შეხვედრებს გამართავენ

დღეს, 20 ივნისს რუსეთში, ქალაქ სანკტ პეტერბურგში რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების სამმხრივი შეხვედრა გაიმართება.

საინფორმაციო სააგენტო apa-ს ცნობით, შეხვედრაზე მონაწილეობას მიიღებენ ასევე ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები.

ოფიციალური ინფორმაციითვე, ვლადიმერ პუტინი დახურულ შეხვედრას გამართავს ჯერ ილჰამ ალიევთან, შემდეგ კი, სერჟ სარგსიანთან. შემდეგ მოლაპარაკებები სამხხრივ ფორმატში გაგრძელდება.

შეხვედრის დროს, როგორც სააგენტო apa წერს, განიხილავენ 16 მაისს ვენაში ალიევისა და სარგსიანის შეხვედრის დროს მიღწეულ ინციდენტების გამოძიების ეუთოს მექანიზმს სამხედროთა შეხების ხაზზე, ასევე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ მოლაპარაკებათა აღდგენის საკითხს.

ამერიკელი თანათავმჯდომარე ჯეიმს უორილიკი Twitter-ზე წერს, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები შეხვდებიან, რათა აღდგენს ორმხრივი ნდობა და ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით ჩარჩო- ხელშეკრულებისთვის შეიქმნას სამუშაო პირობები.

მასალების გადაბეჭდვის წესი