ახალი ამბები

ანონსი – 19 ივნისი

19 ივნისი, 2016 • 1283
ანონსი – 19 ივნისი

წარმოგიდგენთ 19 ივნისს გასამართ ღონისძიებათა ანონსს:

11:00 ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში გივი თარგამაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

16:00 სასტუმრო „რედისონში,“ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირის მიერ ორგანიზებული მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოებას დაესწრება. ოლიმპიადა ჩატარდა თბილისის მასშტაბით და მასში მონაწილეობა მიიღო დედაქალაქის სკოლების მე-6-ე კლასის 800-ე მეტმა მოსწავლემ.  მოსწავლეთა ოლიმპიადის ორგანიზატორი საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირია,  რომელიც საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილე საქართველოს ნაკრების ყოფილმა წევრებმა დააფუძნეს

20:30  მცხეთაში სვეტიცხოვლის გალავანთან გაიმართება ღონისძიება „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“. ღონისძიება იმართება პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა და დემოგრაფიული აღორძინების ფონდის ინიციატივით და ეძღვნება სახელმწიფო დემოგრაფიული პროგრამის განხორციელების 3-წლიან ანგარიშს. ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი; საპატრიარქოს, პარლამენტის და მთავრობის წარმომადგენლები, ქალაქ თბილისის მერია და საკრებულო; საზოგადო სახეები, მეცნიერებათა აკადემია, უმაღლესი სასწავლებლები, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოები, სტუდენტები.

მასალების გადაბეჭდვის წესი