ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ფორმულა 1”-ის გამო ბაქოს ცენტრალური ქუჩები და ბულვარი მოქალაქეებისთვის დაიკეტა [ფოტო]

17 ივნისი, 2016 • 3268
“ფორმულა 1”-ის გამო ბაქოს ცენტრალური ქუჩები და ბულვარი მოქალაქეებისთვის დაიკეტა [ფოტო]

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარდა, ბაქოს ცენტრალურ ქუჩებსა და ბულვარში მოხვედრა მოქალაქეებსაც არ შეუძლიათ.

15-დან 20 ივნისამდე “ფორმულა 1”-ის გრან-პრისთან დაკავშირებით ყველა სატრანსპორტო საშუალებებისთვის პრაქტიკულად ნახევარი ბაქო გადაიკეტა. ამასთან, ქალაქის მთავარი ბულვარი, რომელიც დედაქალაქის მაცხოვრებლების დასვენების ტრადიციული ადგილია, 15 ივნისიდან გადაკეტილია. იქ მოხვედრა მხოლოდ 20 ივნისს იქნება შესაძლებელი.

ბულვარში მოხვედრა მხოლოდ ღონისძიებაზე აკრედიტებულ ან ბილეთის მქონე პირებს შეეძლებათ.

იმის მიუხედავად, რომ ღონისძიების საორგანიზაციო კომიტეტმა მანამდე განაცხადა, რომ ბაქოს მცხოვრებლებს შეუძლიათ დაუბრკოლებლად გადაადგილდნენ ქალაქში, ასევე ისარგებლონ მიწისზედა თუ მიწისქვეშა გადასასვლელებით, გადაადგილება მაინც შეზღუდულია. იმისთვის, რომ ქუჩა გადაკვეთო, რამდენიმე ასეული მეტრის გავლაა საჭირო. ბევრი მიწისქვეშა გადასასვლელი ქალაქის ბულვარს კვეთს და უბილეთოებისთვის იქ მოხვედრა აკრძალულია.

დღეიდან, 17 ივნისიდან ბაქოში “ფორმულა 1”-ის გრან-პრი იწყება და 3 დღეს გაგრძელდება. ეს მოვლენა აზერბაიჯანის დედაქალაქისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი და პრესტიჟულია, როგორც სპორტული თვალსაზრისით, ასევე, მარკეტინგული. თუმცა ნებისმიერი მასშტაბური ღონისძიება ბაქოში ადგილობრივ მოსახლეობას დისკომფორტის ფასად უჯდება. ამჯერადაც ასე მოხდა.

ასე გამოიყურება ფორმულა 1 - სთვის გაკეთებული გზები 24-ე სართულის სიმაღლიდან. ფოტო: ნეტგაზეთი/თეიმურ მაკსუტოვი; 2016

ასე გამოიყურება ფორმულა 1 – სთვის გაკეთებული გზები 24-ე სართულის სიმაღლიდან. ფოტო: ნეტგაზეთი/თეიმურ მაკსუტოვი; 2016

ბაქოს ბულვარი, რომელიც მოქალაქეებისთვის დახურულია; ფოტო: ნეტგაზეთი/თეიმურ მაკსუტოვი; 2016

ამ მოედანზე ბილეთების მფლობელები შეძლებენ დაესწრნენ ენრიკე იგლესიასის, კრის ბრაუნისა და ფარელ უილიამსის კონცერტებს; ფოტო: ნეტგაზეთი/თეიმურ მაკსუტოვი; 2016

ბულვარის გადაკვეთა შემოვლითი გზებით შეუძლებელია; ფოტო: ნეტგაზეთი/თეიმურ მაკსუტოვი; 2016

ფორმულა 1-ის გზასთან მისასავლელი მოქალაქეებისთვის გადაკეტილი გზა; ფოტო: ნეტგაზეთი/თეიმურ მაკსუტოვი; 2016

პერიმეტრს პოლიცია და სამხედროები იცავენ. ფოტო: ნეტგაზეთი/თეიმურ მაკსუტოვი; 2016

მიმდებარე სახლების მაცხოვრებლებს ღონისძიების ყურება აივნებიდანაც შეუძლიათ. ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით, ამისთვის არავის დააჯარიმებენ; ფოტო: ნეტგაზეთი/თეიმურ მაკსუტოვი; 2016

ფოტო: ნეტგაზეთი/თეიმურ მაკსუტოვი; 2016

ფოტო: ნეტგაზეთი/თეიმურ მაკსუტოვი; 2016

ღონისძიების სამუშაო ადგილიდან ყურებას ბაქოს მერიც შეძლებს; ფოტო: ნეტგაზეთი/თეიმურ მაკსუტოვი; 2016

დიდი დატვირთვა ექნება ქალაქის სხვა ქუჩებს; ფოტო: ნეტგაზეთი/თეიმურ მაკსუტოვი; 2016

ფორმულა-1 ის გზებზე, ღონისძიების დაწყებამდე ველოსიპედისტები დადიან; ფოტო: ნეტგაზეთი/თეიმურ მაკსუტოვი; 2016

მასალების გადაბეჭდვის წესი