ახალი ამბები

ანონსი – 17 ივნისი

16 ივნისი, 2016 • 1418
ანონსი – 17 ივნისი

წარმოგიდგენთ 17 ივნისს გასამართ ღონისძიებათა ანონსს:

10:30 ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში ირმა ნადირაშვილის, ოთარ კახიძის და ელენე ხოშტარიას პრესკონფერენცია გაიმართება

11:00 ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში პარტიის ლიდერები დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
11.00 თბილისის მერი დავით ნარმანია ახალ საბავშვო ბაგა-ბაღს გახსნის. მის: ნაძალადევი, მანჯგალაძის ქუჩა 19 (ღვთისმშობლის ეკლესიასთან). საკონტაქტო პირი: ლანა ქარდავა 577 15 85 72
11:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში ორგანიზაცია „თეთრი ხმაური მოძრაობის“ წარმომადგენლები პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ 17 ივნისს მასშტაბურ აქცია-მსვლელობას ჩაატარებს. აქცია მიმართულია ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ.

12:00 “პირველის პრესკლუბში” დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარე თამარ ჩიბურდანიძე კვირას დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს. დემოგრაფიული აღორძინების ფონდისა და პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით 19 ივნისს გაიმართება ღონისძიება, რომელიც იქნება სახელმწიფო დემოგრაფიული პროგრამის განხორციელების 3-წლიანი ანგარიში. ასევე ფონდის მუშაობის 3-წლიანი ანგარიში. მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო 595 03 77 22

12:00 ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო დელეგაცია პრეს-კონფერენციას გამართავს, სადაც საპარლამენტო არჩევნებისთვის სამზადისს, საარჩევნო პროცესის ძირითადი სუბიექტების პოლიტიკურ აქტივობებსა და ზოგადად საარჩევნო გარემოს შეაფასებს. სასტუმრო „თბილისი მარიოტი“, შ. რუსთაველის #13

13:00 თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში, ადამიანის უფლებათა ცენტრი გამართავს პრესკონფერენციას სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან ცემა-წამებაში დაზარალებულად ცნობილი კიდევ ერთი ყოფილი მსჯავრდებულის საქმეზე. ყოფილი მსჯავრდებული, პაატა ფხოველიშვილი ითხოვს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაეკისროს დანაშაულის შედეგად მიყენებული ფიზიკური და მორალური ზიანის ანაზღაურება, 160 000 ლარის ოდენობით. მისამართი: ქ. თბილისი, მელიტონ ქანთარიას ქ. 11ა, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზი (0 სართული).

13:30 საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტი განიხილავს პარტია “მემარცხენე ალიანსის” საკანონმდებლო წინადადებას “სი-ტი პარკის” აკრძალვასთან დაკავშირებით. პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში საკანონმდებლო წინადადების პრეზენტაციას მოახდენენ “მემარცხენე ალიანსის” თავმჯდომარე კახა ძაგანია და პარტიის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურა თენაძე. მის.: თბილისის პარლამენტი. საკონტაქტო პირი: ნინო ქეშელაშვილი. ტ.: 598 700 642

14:00 სასტუმრო რუმსში (კოსტავას 14) გაიმართება მედიის განვითარების ფონდის პრეზენტაცია „მედია და არჩევნები 2016“. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება პოლიტიკურ პარტიათა საჭიროებების კვლევა, რომელიც ინტერვიუების მეთოდით ჩატარდა და მედიის მიერ პოლიტიკური პროცესებისგაშუქების შესახებ პარტიების აღქმებს ასახავს. პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ტელე და ონლაინ მედიის მიერ წინასაარჩევნო პროცესების გაშუქების აპრილის თვის მონიტორინგის შედეგები.

15:00 ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი სახალხო დამცველს შეხვდება. შეხვედრა  სახალხო დამცველის აპარატში გაიმართება

17.00 სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნულ სააგენტოში გაიხსნება გამოფენა „მე-19 საუკუნის ფრანგულ ფოტოებში ასახული ქართული ღვინისკულტურა“, სადაც წარმოდგენილი იქნება საფრანგეთის სხვადასხვა მუზეუმებსა და არქივებში დაცული ფოტოები ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის შესახებ. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადაღებულ ფოტოებზე ასახულია რთველი, ღვინის დაწურვა, ღვინის მნიშვნელობა სადღესასწაულო სუფრაზე, თიხის სხვადასხვა საღვინე ჭურჭელი, ქვევრები დაა.შ. მისამართი: მარშალ გელოვანის გამზირი N6, ღვინის ეროვნული სააგენტოს შენობა.

19:00 თიბისი არტ-გალერეა ფტოპროექტს, “მწვანე ქალაქი ლისზე” უმასპინძლებს. ექსპოზიციაზე ოთხი განსხვავებული ხედვის მქონე ფოტოგრაფის ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. მათ მიერ გადაღებული ფოტოები ლისის მწვანე ქალაქში ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს. ფოტოგრაფები: ანდრო ერაძე, ალექსანდრე ფხაკაძე, ვახო ხეთაგური, დინა ოგანოვა. დასწრება თავისუფალია. მისამართი: მარჯანიშვილის #7, თიბისი ბანკის სათავო ოფისი, თიბისი არტ გალერეა.

20:00 თეთრი ხმაურის მოძრაობა გამართავს “მსვლელობას ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის”. 20:00 – შეკრება მეტრო რუსთაველთან; 20:30 – მსვლელობა პარლამენტის მიმართულებით; 21:00 – აქცია პარლამენტთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი