ახალი ამბებისაზოგადოება

ჯოშუა ფრიდმანისა და ჯიპას პრიზით ჟურნალისტები დააჯილდოვეს

16 ივნისი, 2016 • 1312
ჯოშუა ფრიდმანისა და ჯიპას პრიზით  ჟურნალისტები  დააჯილდოვეს

ჯოშუა ფრიდმანისა და GIPA-ს  მთავარი პრიზი საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისათვის  2016 წელს ორი ჟურნალისტური ნაშრომის ავტორებმა მიიღეს –  ნინო ბაქრაძემ და დევიდ ბლოსმა საგამოძიებო მასალისთვის – “ივანიშვილის პასპორტის ძიებაში”, რომელიც ნეტგაზეთზე გამოქვეყნდა,  და სტუდია “მონიტორის”ჟურნალისტმა ქეთევან გიგაშვილმა რეპორტაჟისთვის, “პოლიციის აგენტი თუ მსხვერპლი”.

მთავარი პრიზის გარდა, გაიცა 4 სიგელიც.
სიგელით დაჯილდოვდა  თამარ გელაშვილი, სტუდია “მონიტორისთვის” მომზადებული საგამოძიებო რეპორტაჟისთვის –  “თბილისის უსახლკარო მდგმურები”.
მთავარ საპრიზო კატეგორიაში ვერ მოხვდა, მაგრამ სიგელით დაჯილდოვდა ლია ტოკლიკიშვილსა და მაია გოგოლაძის საგამოძიებო ფილმიც – “არ გააბრაზო პოლიციელი”.
სიგელი გადაეცათ ნათია ამირანაშვილს “ლიბერალისთვის” მომზადებული საგამოძიებო სტატიისთვის  (“მიუწვდომელი გრძელვადიანი მკურნალობა – ბიუროკრატია ოკუპირებულ ცხინვალში ცხოვრების გამო”) და სალომე ცეცხლაძეს “სტუდია მონიტორისთვის” მომზადებული ფილმისთვის “შავი ზღვა და მდინარეები”.

 

ჯიპა-ფრიდმანის კონკურსი  საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიების გამოსავლენად ყოველწლიურად იმართება და მიზნად საქართველოში საგამოძიებო ჟურნალისტიკის განვითარებასა და დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობას ისახავს. კონკურსის საპრიზო ფონდი  1500 ევროს შეადგენს. პროექტი ხორციელდება  საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მიერ ევროპული ჟურნალისტიკის ცენტრის მხარდაჭერით.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი