ახალი ამბები

მერიის ცნობით, ტროტუარებზე მანქანის გაჩერება 2016 წლის სექტემბრიდან აიკრძალება

16 ივნისი, 2016 • 2339
მერიის ცნობით, ტროტუარებზე მანქანის გაჩერება 2016 წლის სექტემბრიდან აიკრძალება

თბილისის მერიის ცნობით, 2016 წლის სექტემბრიდან თბილისის ქუჩების ტროტუარებზე მანქანის გაჩერება აიკრძალება.

მერიის ცნობით, City Park-ს 1500-მდე ადგილი აქვს თბილისში, სადაც მანქანის გაჩერება შეიძლება, რაც ქვეითად მოსიარულეებს გადაადგილებას უძნელებს. მერია აცხადებს, რომ ეს ადგილები კომპანიას ჩამოერთმევა.

ამის პარალელურად, მერია აცხადებს, რომ დაწყებულია მუშაობა მრავალსართულიანი ავტოსადგომების მშენებლბისთვის ტენდერის გამოსაცხადებლად.

ტროტუარების ნაწილზე მანქანის გაჩერება მერიამ 2015 წლის 4 თებერვლსაც მიიღო. მთავრობის სხდომაზე 210 ტროტუარზე პარკირების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი