ახალი ამბები

“თავისუფლება ჯარისკაცებს!” – საპროტესტო აქცია სააპელაციო სასამართლოსთან

16 ივნისი, 2016 • 1424
“თავისუფლება ჯარისკაცებს!” – საპროტესტო აქცია სააპელაციო სასამართლოსთან

თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღჩინოსნების მხარდამჭერი აქცია გაიმართა მას შემდეგ, რაც ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩნი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

“კაბელების საქმეზე” 5 მსჯავრდებულს საქალაქო სასამართლომ 7-7 წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

“ჩვენ ჩაგვბარდა ბესიკ ბუგიანიშვილის პოლიტიკური განაჩენი. ამას არაფერი კავშირი არ აქვს სიხლის სამართალთან,”- აცხადებს მსჯავრდებულთა ადვოკატი ლევან სამუშია.

საპროტესტო აქციას დაესწრენენ მჯავრდებულთა მხარდამჭერები და “თავისუფალი დემოკრატების” წევრები.

ნინო გოგუაძის თქმით, პირელი ინსტანციის სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღო და იმავეს ელოდებიან სააპელაციო სასამართლოსგანაც.

“მურუსიძის სასამართლო სამართლებრივ გადაწყვტილებას ვერ და არ მიიღებს. იგი ასრულებს დაკვეთებს. ჩვენ აქციებითაც ვეხმაურებით ამ საქმეს, რათა ხალხს არ დავავიწყოთ ის, რომ უდანაშაულო ადამიანები არიან ციხეში და ის ბრძოლა, რისთვისაც ჩვენ ყველამ ერთად ვიბრძოლეთ და გვეგონა, რომ დავამარცხეთ ნაციონალების უსამართლო რეჟიმი, დღეს გრძელდება. ჩვენ ვაპირებთ სამართლებრივი გზითაც სიარულს, მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს ამ სასამართლოს იმედი, და ამასთან ერთად ვაპირებთ ხელმოწერების შეგრვებას იმისთვის, რომ ეს ადამიანები პრეზიდენტმა შეიწყალოს,”- განაცხადა ნინო გოგუაძემ.

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვაში ბრალდებულ თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს – გიზო ღლონტს, ნუგზარ კაიშაურს, გიორგი ლობჟანიძეს, არჩილ ალავიძესა და დავით წიფურიას 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამ განაჩენის გამოცხადების შემდეგ “თავისუფალმა დემოკრატებმა” პროკურატურა და სასამართლო ბიძინა ივანიშვილის დაკვეთის შესრულებაში დაადანაშაულეს, საიამ განაჩენს უსამართლო და უკანონო უწოდა, ხოლო სხვა რვა არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ამ საქმეზე პოლიტიზებისა და მიკერძოების განცდა არსებობს.

"თავისუფალი დემოკრატების" აქცია სააპელაციო სასამართლოსთან. 16.06.2016

“თავისუფალი დემოკრატების” აქცია სააპელაციო სასამართლოსთან. 16.06.2016

მასალების გადაბეჭდვის წესი