ახალი ამბები

პეტრე ცისკარიშვილი ვაკეში (ვაჟა-ფშაველა-ნუცუბიძის ოლქი) ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატია

16 ივნისი, 2016 • 2008
პეტრე ცისკარიშვილი ვაკეში (ვაჟა-ფშაველა-ნუცუბიძის ოლქი) ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატია

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ პეტრე ცისკარიშვილი მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინა. ცისკარიშვილი კენჭს ვაკე 3 (ვაჟა ფშაველა-ნუცუბიძის) ოლქში იყრის.

ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა განვითარებისა და პროგრესის 4 წელი. აქედან გამომდინარე არც ერთი დღე, არც ერთი საათი აღარ გვაქვს დასაკარგი. მე დარმწუნებული ვარ, რომ ეს უბანიც და მთელი საქართველოც გააკეთებს სწორ არჩევანს იმისათვის, რომ ქვეყანა დაბრუნდეს პროგრესის გზაზე, რათა თითოეულ ქვეყანას ჰქონდეს კეთილდღეობა, ჩვენი ქვეყნის სწრაფი ინტეგრაცია მოხდეს. რაც მთავარია, არანაირი საფრთხე არ დაემუქროს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, რაც ოცნების პიორბებში ძალიან რეალურია”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

პეტრე ცისკარიშვილი პროფესიით ეკონომისტია.

სამუშაო გამოცდილება:

  • 1997 – 1998 – საქართველოს მრეწველობის სამინისტრო, მინისტრის თანაშემწე.
    1998 – 1999 – “ქართუ კტფ” – ლოჯისტიკის მენეჯერი.
    1999 – 2004 – საქართველოს პარლამენტის წევრი.
    2004 – 2006 – პრეზიდენტის რწმუნებული კახეთის რეგიონში.
    2006 – 2008 – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი. 2008 – 2012 – საქართველოს მე–7 მოწვევის პარლამენტის წევრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი