ახალი ამბები

ცესკო: „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები” 804-მა მოქალაქემ გაიარა

15 ივნისი, 2016 • 1346
ცესკო: „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები” 804-მა მოქალაქემ გაიარა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, საქართველოს 22 მუნიციპალიტეტში 804-მა მოქალაქემ „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ გაიარა.

ცესკო აღნიშნავს, რომ მათ შორის იყვნენ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული 11 მუნიციპალიტეტის 250-მდე წარმომადგენელი. საინფორმაციო-სასწავლო პროექტი მოქალაქეების საარჩევნო შესაძლებლობების გაზრდას ისახავს მიზნად.

საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ მოიცავს საარჩევნო უბნის გახსნიდან კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელ პროცედურებს, კენჭისყრის პროცესს, საარჩევნო უბნის დახურვას, კენჭისყრის შედეგების შეჯამებასა და კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრებს.

საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ 2015 წლიდან დაინერგა და უკვე მეორედ განხორციელდა. ტრენინგები ცენტრალური საარჩევნო კომისიის და სწავლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

ცესკო აცხადებს, რომ სწავლების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო საარჩევნო ადმინისტრაცია მომავალშიც გეგმავს აღნიშნული და მსგავსი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი