ახალი ამბები

ანონსი: 16 ივნისი

15 ივნისი, 2016 • 1896
ანონსი: 16 ივნისი

09:30 ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, თბილისის მერი დავით ნარმანია და „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალური მმართველი გია ბენაშვილი ავჭალა-დიდი დიღმის დამაკავშირებელი გაზგამანაწილებელი ქსელის მშენებლობას დაათვლიერებენ.

ჟურნალისტებს “თბილისი-მოლთან” (დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კილომეტრი) „ყაზტრანსგაზ-თბილისის“წარმომადგენლები დაელოდებიან 09:30ზე და ადგილზე მისვლაში დაეხმარებიან.

საკონტაქტო პირი: ირაკლი გაფრინდაშვილი 599 56 18 47

10:00 სასტუმრო ,,რუმს თბილისში“ გაიმართება კონფერენცია „თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობა და დეცენტრალიზაციის პროცესი – სამოქალაქო ორგანიზაციების შეფასებები.“ კონფერენცია არასამთავრობო ორგანიზაციების ,,სიდას“ და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ორგანიზებით იმართება და მას ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

10:30“პირველის პრესკლუბში” „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ხელმძღვანელი ლაშა კილაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერები, პასუხი ბრალდებებზე. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:00 ”პრაიმტაიმის” პრესკლუბში სიმღერის კონკურსში ”ოქროს ტალღა” გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.

11:00 “პირველის პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:30 თბილისის საქალაქო სასამართლოში “მემარცხენე ალიანსის” ერთერთი ლიდერის, ყოფილი პოლიტ.პატიმარ და დევნილ არჩილ ბენიძის სასამართლო პროცესი გაიმართება. ამ სასამართლო პროცესზე ბენიძე მერაბიშვილისა და ნათელაშვილის მოწმეების სახით დაკითხვას და მის მიმართ დარღვეული სამართლიანობის აღდგენას მოითხოვს. აღნიშნულ სასამართლო სხდომას “მემარცხენე ალიანსის” გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი და პოლიტიკური მდივანი პაატა ჯიბლაძე დაესწრებიან.

მის.:  დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6

11:30 “პირველის პრესკლუბში” ა/წ 19 თებერვალს ფონიჭალიდან გატაცებული, არასრულწლოვნის დედა და ადვოკატები: არჩილ დვალიშვილი და ვასილ მეტონიძე ამ გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით სპეციალურ ბრიფინგს გამართავენ. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

12:00 საქართველოს ეროვნული ბანკის 2016–2017 წლების ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელ დამოუკიდებელ აუდიტორთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომა
თბილისი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სათათბირო ოთახი N516

12:00 “პირველის პრესკლუბში” ადვოკატი ნანა ფილაური სპეციალურ ბრიფინგს გამართავს. თემა: მერვე საპყრობილეში მოშიმშილე პატიმრები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

13.00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, საქართველოს ძიუდოსეროვნული ნაკრები გუნდის მიღება გაიმართება. შეხვედრა ეროვნული ნაკრების მიერ რუსეთისქალაქ ყაზანში ევროპის ჩემპიონის ტიტულის მერვედ მოპოვებას ეძღვნება.

მის: თავისუფლების 2

14:00 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (ჩ კორპუსი, V სართული)

14:00 აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლითი შეხვედრა
შიდა ქართლი, სოფელი „ნიქოზი“

14:00 რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N439

17:00 ქ.თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართება რიგით მეცხრე ლიტერატურული კონკურსის „მცირე პროზა“ დაჯილდოების ცერემონია. პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელშეწყობით და იგი სტუდენებისთვისაა განკუთვნილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი