ახალი ამბები

გიორგი კვირიკაშვილი ანგელა მერკელს ხვდება

15 ივნისი, 2016 • 1732
გიორგი კვირიკაშვილი ანგელა მერკელს ხვდება

საქართველოს პრემირ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ამ წუთებში [თბილისის დროით 15:00 საათი] გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს, ანგელა მერკელს ხვდება. სამუშაო შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში მიმდინარეობს, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ორივე ქვეყნის ლიდერი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს.

უკვე გაიმართა დახვედრის ოფიციალური ცერემონია, რომელსაც გიორგი კვირიკაშვილი და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი დაესწრნენ. დახვედრის ცერემონიაზე შესრულდა ორივე ქვეყნის საელმწიფო ჰიმნი.

გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 15.06.16

გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 15.06.16

პრემიერის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მერკელთან შეხვედრისას მხარეები განიხილავენ საქართველო–გერმანიის ორმხრივ ურთიერთობებს, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომრომლობის საკითხებს და რეგიონში არსებულ ვითარებას.

“ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი  შეხვდება  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტს, ნორბერტ ლამერტს, საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრ ფრანკ– ვალტერ შტაინმაიერს, განათლებისა და კვლევის ფედერალურ მინისტრ იოჰანა ვანკას, ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, ნორბერტ რიოტგენს.

„ფრიდრიხ ებერტის“  ფონდში საჯარო გამოსვლის დროს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ისაუბრებს საგარეო პოლიტიკაზე- ქვეყნისთვის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე.

გიორგი კვირიკაშვილი ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში საჯარო ლექციას წაიკითხავს თემაზე ,,საქართველოს ევროპული გზა”. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული და  გერმანული ბიზნესწრეების წარმომადგენლები.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის დასასრულს საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრება,”- აცხადებს პრემიერის პრესსამსახური.

გერმანიაში ვიზიტისას საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი