ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება თეთრი ხმაურის მოძრაობის ორი აქტივისტის, არჩილ კიკნაძესა და თეგა გეთიას სასამართლო პროცესი, რომელთაც პოლიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის დარღვევას ედავება.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, მუხლი 150 ნიშნავს თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას
თეთრი ხმაურის მოძრაობაში კი მიიჩნევენ, რომ მათი აქტვისტები პოლიციამ პლაკატების სამშენებლო ნაწილზე გაკვრისთვის უსაფუძვლოდ დააკავა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში პურის მოედანზე ჰყავდათ გაჩერებული.
“მოძრაობის აქტივისტები 17 ივნისის აქციის მსვლელობა ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის საინფორმაციო პლაკატებს აკრავდნენ სამშენებლო სტენდებზე, სწორედ ამიტომ მივიჩნევთ, რომ პატრულისგან ხელის შეშლა და გაჩერება არაკანონიერია”, – აცხადებენ მოძრაობაში.