სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასმართლოს გადაწყვეტილებას ვანო მერაბიშვილის საქმეზე გამოეხმაურა პარტია “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია. ალასანიას თქმით, ალასანია და მისი გუნდი მერაბიშვილს პოლიტიკურ პატიმრად არ მიიჩნევს და ვერც სტრასბურგის სასამართლოდ გადაყვეტილებაში ხედავს ამის ნიშნებს.
“ჩემი ხედვით იქ საერთოდ არ წერია ის, რომ ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. იქ აშკარად გამოვლინდა არაკომპეტენტურობა იუსტიციის სამინისტროსი, პროკურატურის. რა თქმა უნდა, პროცედურებში აშკარად ჩანს, რომ დიდი შეცდომებია დაშვებული. მაგრამ ჩვენთვის, თავისუფალი დემოკრატებისთვის, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, ვანო მერაბიშვილი არის დამნაშავე იმ საკითხებში, რაც იმ დროს მთლიანად სააკაშვილის რეჟიმის, ასე ვთქვათ, ბოროტმოქმედებებს წარმოადგენდა,” – ამბობს ალასანია.
14 ივნისს სტრასბურგში ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. პრესრელიზში, რომელიც სასამარლომ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა, ვკითხულობთ, რომ “საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი და ეფუძნებოდა გონივრულ საფუძველს, მაგრამ, ასევე, გამოიყენებოდა მასზე ზეწოლის მოხდენის საშუალებად”. სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ უფრო ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე