ახალი ამბები

ბაგა-ბაღების ყოფილი დირექტორები მათი მოხსნის საკითხის გადახედვას მოითხოვენ

15 ივნისი, 2016 • 1584
ბაგა-ბაღების ყოფილი დირექტორები მათი მოხსნის საკითხის გადახედვას მოითხოვენ

თბილისის საკრებულოსთან ბაგა-ბაღების დათხოვნილი დირექტორები და მშობლები აქციას მართავენ. ისინი მოითხოვენ საკრებულოში სპეციალური კომისიის შექმნას, რომელიც მათ საკითხს შეისწავლის. გარდა ამისა, ისინი საკრებულოს წინ სკანდირებენ “გამოდი!” და მოითხოვენ შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან და წევრ გულიკო ზუმბაძესთან.

მოსხნილი დირექტორების განცხადებით, უკანასკნელ თვეებში თბილისის ბაგა-ბაღებში 60-მდე დირექტორი შეიცვალა, მთლიანად კი 300-მდე თანამშრომელი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

215-ე ბაგა-ბაღის ყოფილი დირექტორი, ხატია ლაშქარაშვილი აცხადებს, რომ არ მოითხოვენ გათავისუფლებული დირექტორების აღდგენას.

“ჩვენ მივითხოვთ ამ საქმეების გადამოწმებას,” – განაცხადა მან.

ლაშქარაშვილის თქმით, არაპროფესიონალები, რომლებიც დასაქმებულები არიან საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში, კვალიფიციურ დირექტორებს ხსნიან.

დირექტორების განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ მიმართეს საკრებულოს, თუმცა მიმართვას რეაგირება არ მოჰყოლია.

საპროტესტო აქციის მონაწილე დირექტორები აცხადებენ, რომ უსაფუძვლოდ არიან მოხსნილი და არ აპირებენ დაშლას, ვიდრე საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლებს არ შეხვდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი