ახალი ამბებირეკლამა

როგორ დავზოგოთ მეტი საკრედიტო ბარათით სარგებლობისას

14 ივნისი, 2016 • 1999
როგორ დავზოგოთ მეტი  საკრედიტო ბარათით სარგებლობისას

რჩევები თიბისი ბანკის რეგიონალური დირექტორის ლევან დიასამიძისგან:

[blue_box]რა არის საკრედიტო ბარათი და რით განსხვავდება სადებეტო პლასტიკური ბარათისგან?[/blue_box]

პლასტიკური ბარათი თანამედროვე საბანკო სისტემის განუყოფელი ნაწილია, მისი საშუალებით შესაძლებელია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში მოახდინოთ ანგარიშსწორება შეძენილი პროდუქტის ან მიღებული სერვისის სანაცვლოდ. ასევე შესაძლებელია თანხის განაღდება და კონვერტაცია.   

პლასტიკური ბარათები ძირითადად ორ ტიპად იყოფა – სადებეტო და საკრედიტო ბარათები.

საკრედიტო ბარათის ძირითადი განმასხვავებელი  სადებეტო ბარათისგან  არის ის, რომ მომსახურე ბანკი წინასწარ განსაზღვრული საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში გაძლევთ საშუალებას მარტივად ისარგებლოთ სესხით, ხოლო სადებეტო ბარათით მხოლოდ თქვენს ანგარიშზე არსებული თანხის გამოყენება შეგიძლიათ.

[blue_box]რა არის ბარათის მომსახურების ყოველწლიური საკომისიო და როდის ხდება მისი გადახდა [/blue_box]

თითქმის ყველა ტიპის პლასტიკურ ბარათს გააჩნია წლიური მომსახურების საკომისიო (თუ, რა თქმა უნდა, კონკრეტული ბანკის მიერ სპეციალური შეთავაზების ფარგლებში ეს საკომისიო გაუქმებული არ არის).

ყოველწლიური საკომისიოს გადახდა ხდება წინასწარ ან წელიწადში ერთხელ. აღნიშნული საკომისიოს მოცულობა დამოკიდებულია ბარათის ტიპზე (Electron, Classic, Gold და ა.შ.) შესაბამისად,  მნიშვნელოვანია ვისარგებლოთ ისეთი ბარათით, რომელიც მორგებული იქნება ჩვენს საჭიროებებზე და ამგვარად, დავზოგავთ ყოველწლიურ საკომისიოს.

ასევე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ წლიური მომსახურების საკომისიოს გარდა,  ჩვენ გვიწევს საკომისიოს გადახდა თანხის განაღდებისას, რომელიც სხვადასხვა ბანკის შემთხვევაში განსხვავებულია.

[blue_box] რა არის საკრედიტო ბარათის საშეღავათო პერიოდი და როგორ ვისარგებლო „უპროცენტო“ კრედიტით [/blue_box]

 

საბანკო ბაზარზე უამრავი ტიპის საკრედიტო ბარათია, რომლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან  სესხის  ანუ საკრედიტო ლიმიტით ოდენობით,   სარგებლობის პროცენტით,  საშეღავათო პერიოდით და ა.შ.

რეალურად ბარათის სწორად შერჩევისა და გამოყენების პირობებში ჩვენ შეიძლება, ფაქტობრივად,  უფასოდ ვისარგებლოთ საკრედიტო ლიმიტით.  მაგალითად,  არსებობს ბარათი ერთჯერადი 3 თვიანი საშეღავათო პერიოდით და შემდგომ, 55 დღიანი პერმანენტული საშეღავათო პერიოდით.   რაც იმას ნიშნავს, რომ ლიმიტის დამტკიცებიდან 3 თვის განმავლობაში თქვენ უპროცენტოდ სარგებლობთ თანხით. ხოლო ამ პერიოდის ამოწურვის შემდეგ თქვენ საშუალება გაქვთ ისარგებლოთ საშეღავათო პერიოდით, თანხის ათვისებიდან 55 დღის განმავლობაში. თუ თქვენ თანხის ათვისებიდან – 55 დღეში  დაფარავთ ათვისებულ საკრედიტო ლიმიტს, თქვენ არავითარი პროცენტი არ დაგერიცხებათ. შემდეგ ისევ აითვისებთ და ისევ 55 დღეში დაფარავთ.

[blue_box]რა არის დაანგარიშების თარიღი? [/blue_box]

ბარათის ლიმიტის დამტკიცება  ითვლება დაანგარიშების თარიღად. მაგალითად,  თუ თქვენ საკრედიტო ლიმიტი დაგიმტკიცდათ თვის 15 რიცხვში, პროცენტის და ძირის დაფარვა მოგიწევთ ყოველ 15 რიცხვში. ანუ, თუ თქვენ შეიძინეთ რაიმე ნივთი 10 რიცხვში, თქვენ დაგიანგარიშდებათ პროცენტი 10-დან და 15-ამდე და გექნებათ დასაფარი 5 დღის %.  ეს რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში,  თუ 55 დღიანი საშეღავათო პერიოდი უკვე გასულია.

[blue_box]რამდენის გადახდა მიწევს ყოველთვიურად, როგორ ხდება დაანგარიშება?[/blue_box]

55 დღიანი საშეღავათო ვადის გასვლის შემდეგ, ყოველთვიურად ჩვენ გვიწევს ათვისებული თანხის პროცენტის და ძირის გადახდა,  რომელიც  დაიანგარიშება ათვისებული დღეების შესაბამისად.

[blue_box]რას ურჩევდით მომხმარებელს?[/blue_box]

იქედან გამომდინარე, რომ პლასტიკური ბარათები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, მნიშვნელოვანია, კარგად გავერკვეთ მათში და ეფექტურად გამოვიყენოთ ისინი.

ჩემი რჩევაა, ბარათის აღებამდე დეტალურად გავეცნოთ მათ სარგებლობასთან დაკავშირებულ პირობებს (საკომისიოებს) და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება ბარათის ტიპზე. გადაწყვეტილების მიღებისას ნუ შემოვიფარგლებით მხოლოდ ბარათის ფერით ან პრესტიჟულობით, მთავარია მისი პირობები იყოს ჩვენთვის მისაღები და მოსახერხებელი.  

მასალების გადაბეჭდვის წესი