ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმის მერის ანტირუსული განცხადება

13 ივნისი, 2016 • 1851
სოხუმის მერის ანტირუსული განცხადება

სოხუმის ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის საჭირო თანხების მოზიდვასთან დაკავშირებით საუბრისას სოხუმის მერმა, ადგურ ხარაზიამ გაზეთ “ნუჟნაია გაზეტასთან” ვრცელ ინტერვიუში ანტირუსული განცხადება გააკეთა:

“ერთი მხრივ, საკუთარი თავის იმედი გვაქვს, თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან უფრო გამჭვრივალე უნდა გავხადოთ. ჩენთვის კაპიკების მოცემით ისინი უზარმაზარი ტერიტორიით სარგებლობენ, რომელიც ჩვენ მათ სამხედრო ბაზებისთვის გამოვუყავით. მათ ხომ ეს ტერიტორიები არა მხოლოდ ჩვენს დასაცავად განალაგეს. პირველ რიგში, ეს ბაზები მათ სჭირდებათ იმისთვის, რომ რუსეთი NATO-სგან დაიცვან. რატომაც არ უნდა გადაგვიხადონ? რატომ არ უნდა გადავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობები ცივილიზებულ სიბრტყეში? მთელი მსოფლიო ასე ცხოვრობს, რატომ უნდა იყოს განსაკუთრებული წესები რუსეთისა და აფხაზეთის ურთიერთობებში?

საქმე ის არის, რომ რუსებს ჰგონიათ, საჩუქარს გვიკეთებენ. არა, აქ არანაირი საჩუქარი არ არის. ის კაპიკები, რომლებსაც ისინი გვაძლევენ, არაფერია იმასთან შედარებით, რაც მათ ჩვენგან მიიღეს.

კარგად ვიცი, რამდენი ღირს მსოფლიოში ეს ბაზები, 1 ჰექტრის იჯარისთვის 1 მილიონ აშშ დოლარს იხდიან. ჩვენ კიდევ მათ რამდენიმე ათასი ჰექტარი გადავეცით. რატომ არ გვექცევა რუსეთი ისე, როგორც მოკავშირეებს?”, – ამბობს ხარაზია.

ადგურ ხარაზია 2014 წლიდან სოხუმის მერის მოვალეობას ასრულებდა. 2016 წლის 31 მაისს კი ამ თანამდებობაზე ოფიციალურად დაინიშნეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი