ახალი ამბები

ანონსი: 13 ივნისი

12 ივნისი, 2016 • 1418
ანონსი: 13 ივნისი

09:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება. მის:ინგოროყვას 7

11:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ სახალხო დამცველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშის თავი წარადგენს.

11:00 საათზე, „პრაიმთაიმის“ პრესკლუბში, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი 13 ივნისის დაზარალებულებან ერთად საგანგებო ბრიფინგს გამართავს, რომლის თემა იქნება კატასტროფის მსხვერპლზე პასუხისმგებელ პირთა დაუსჯელობა და სტიქიის დღემდე დაუკმაყოფილებელი, აფიორის მსხვერპლი დაზარალებულები.

11:30 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია 42 მუხლის წარმომადგენლები დიმიტრი კაციძე და რუსუდან მჭედლიშვილი პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: 13 ივნისს თბილისის სტიქიის მონიტორინგის შედეგები

12:00 საათზე, პრაიმტაიმის პრესკლუბში სვანიძის ქუჩის დაზარალებულთა კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ელიზბარაშვილი, რუსუდან ადვაძე და დაზარალებულები გამართავენ პრესკონფერენციას. თემა: სვანიძის ქუჩის დაზარალებულთა კომიტეტის ანგარიში

12:00 საათზე, “პირველის პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

12:30 საათზე, ფონდ “ღია საზოგადოება -საქართველოში” კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის გამართავს პრესკონფერენციას და წარმოდგენს სარჩელს, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და ასაჩივრებს უახლოეს პერიოდში მიღებულ ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით.

14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, საია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის წინააღდეგ სარჩელს წარადგენს.

დავის საგანია საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალება, რომელიც პროექტ “Check In Georgia”-ს ფარგლებში გაფორმებულ ხელშეკრულებებს და გაყიდულ ბილეთებს ეხება.

13 ივნისს ზოოპარკში შესვლა უფასოა და მთელი დღის განმავლობაში საქველმოქმედო ღონისძიებებია დაგეგმილი:

11:00 საათიდან დაიწყება ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის ორგანიზებული სისხლის ჩაბარების აქცია „გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად“. სისხლი მიეწოდებათ ძუძუს კიბოთი დაავადებულ და სისხლის ონკოლოგიურ პაციენტებს, ახალშობილებს, ბავშვებს, მშობიარეებს, ავტოავარიებში დაზარალებულ ავადმყოფებს, ქირურგიულ და სოციალურად დაუცველ პაციენტებს. აქციაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

13:00 საათზე გაიხსნება თავდაცვის სამინისტროს ფოტოგამოფენა „ყველგან, სადაც სამშობლოს ვჭირდებით“. გამოფენა ასახავს შეიარაღებული ძალების როლს სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლაში. წარმოდგენილი იქნება 13 ივნისის წყალდიდობის სალიკვიდაციო სამუშაოების ამსახველი ფოტოები.

14:00 საათზე გაიხსნება მხატვარ ირინე ჩუტკერაშვილის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა „ზოოლაივი“. გამოფენილი 35 ნახატი ცხოველების თემაზეა შექმნილი და 13 ივნისის სტიქიის გამოძახილია. შემოსული თანხა გადაირიცხება თბილისის ზოოპარკის დახმარების საქველმოქმედო ფონდში.

12:00-დან 18:00 საათამდე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სტუდენტების ინიციატივითა და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით გაიმართება აქცია „GAUფრთხილდი“. გაიყიდება სხვადასხვა ბრენდირებული სუვენირები, ხელნაკეთი ნივთები, წიგნები და 13 ივნისისადმი მიძღვნილი სიმბოლოები. შემოსული თანხა გადაირიცხება თბილისის ზოოპარკის დახმარების საქველმოქმედო ფონდში, სტიქიით დაზარალებულთა ფონდში და თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფარში. სტუმრებს ელით სიმბოლური საჩუქრები და გათამაშება. აქციას უერთდებიან მოძრაობის თეატრისა და პანტომიმის თეატრის მსახიობები, მოხალისე სტუდენტები და მეგობარი კომპანიების წარმომადგენლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი