ახალი ამბები

აშშ-ის ისტორიაში ყველაზე სისხლიან შეიარაღებულ თავდასხმას 50 ადამიანი შეეწირა

12 ივნისი, 2016 • 1701
აშშ-ის ისტორიაში ყველაზე სისხლიან შეიარაღებულ თავდასხმას 50 ადამიანი შეეწირა

ფლორიდის შტატში შეირაღებულ თავდასხმას 50 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 50-ზე მეტი კი დაიჭრა. რამდენიმე დაჭრილის მდგომარეობას ექიმები კრიტიკულად აფასებენ. ინფორმაციას ადასტურებს ქალაქის მერიც.

გარდაცვილითა რიცხვი ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე მძიმე შეიარაღებული თავდასხმის კვალიფიკაციას ანიჭებს. ორლანდოში მომხდარმა ფაქტმა 2007 წელს ვირჯინიის შტატის ტექნიკურ უნივერსიტეტში მომხდარი მასობრივი მკვლელობებიც გადაფარა, რომლის დროსაც 32 ადამიანი დაიღუპა.

ამ დროისთვის, პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. არ გამართლდა ვარაუდი, რომ თავსამსხმელს შესაძლოა თან ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონოდა.

აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს სპიკერის თქმით, თავდასხმას ტერორისტური აქტის კვალიფიკაცია მიენიჭა. “ეს იყო შიდატერორისტული აქტი თუ საერთაშორისო,  გამოძიების შედეგად გავარკვევთ” – ამბობს FBI-ის სპეციალური აგენტი დენი ბენქსი.

FBI-ვარაუდობს, რომ თავდამსხმელს შესაძლოა ისლამურ მილიტარისტულ დაჯგუფებებთან ჰქონდა კავშირი.

მომხდარს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა. ობამამ მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო და პოლიციას შემთხვევის დროული გამოძიებიკენ მოუწოდა.

შემთხვევა ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ორლანდოში მოხდა. შეიარათებული თავდამსხმელი ქალაქის ერთ-ერთ გეიკლუბში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. თვითმხილველებმა გაიგონეს რამდენიმე გასროლის ხმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი