ახალი ამბები

UEFA რუსეთის ნაკრებისათვის სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს

12 ივნისი, 2016 • 1347
UEFA რუსეთის ნაკრებისათვის სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს

UEFA-ს დისციპლინარულმა კომიტეტმა რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის წინააღმდეგ 11 ივნისს, მატჩის დასრულების შემდეგ შექმნილი არეულობის გამო დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყო.

რუსულ მხარეს ბრალად ედება სტადიონზე არეულობს შემქნა და ფოიერვერკების გაშვება, ასევე, რასისტული ხასიათის ქმედებები.

ორგანიზაციის განცხადებით, ინგლისის გულშემატკივრების წინააღმდეგ სანქციები არ გატარდება, რადგან არეულობის ინიციატორები რუსეთის ნაკრების ფანები იყვნენ.

სანქცების შესახებ ზუსტი ინფორმაცია 14 ივნისს დისციპლინარული კომიტეტის შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი. მანამდე რუსეთის ფეხბურთის ფედერაციამ უნდა წარადგინოს მტკიცებულებები საკუთარი პოზიციის დასაცავად.

11 ივნისს რუსეთისა და ინგლისის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრის შემდეგ გულშემატკივრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი