11:00 ქალაქ ბათუმში, საქართველოში პირველად მეხანძრე-მაშველის პროფესიული დღე აღინიშნება. ღონისძიებას შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, მინისტრის მოადგილეები, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პირადი შემადგენლობა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები დაესწრებიან.

12:00 მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში ზემო სვანეთის 17 თემის წარმომადგენელთა საერთო ყრილობა გაიმართება.

12:00 “მემარცხენე ალიანსი” იწყებს პარტიის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვებას, 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად. პარალელურად პარტია იწყებს ხელმოწერების შეგროვება, რათა შევიდეს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ქართული მიწების გასხვისების აკრძალვის მოთხოვნით.  მის:  ბუკიას ბაღი

14:00 საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში (მის: თაბუკაშვილის ქ. 5)  გაიმართება კონკურსის – „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ქომაგი“ გამარჯვებულების დაჯილდოება.

18:00 ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, მოეწყობა პროექტის „ვხედავ და ვქმნი თითებით“ პრეზენტაცია.  ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.

19:00 თელავში, კულტურისა და დასვენების პარკში „ნადიკვარი“გაიმართება ჯგუფების „Young Georgin Llitaz”-ისა და „The Jetbird”-ის  კონცერტი.

19:00 Check in Georgia-ს ფარგლებში რუსთავში კულტურისა და დასვენების პარკში გაიმართება თონრიკე ყიფიანისა და ჯგუფის „The Mins”  კონცერტი.

20:00 Check in Georgia-ს ფარგლებში მარჯანიშვილის თეატრში, თანამედროვე ცეკვის მე-3 სამხრეთკავკასიურ ფესტივალს, პორტუგალიური თანამედროვე ქორეოგრაფიული დასის წარმოდგენა Terra Cha – „ვაკე“ გახსნის.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *