ახალი ამბები

ენმ-მ ახალციხესა და ასპინძა-ბორჯომში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

11 ივნისი, 2016 • 1521
ენმ-მ ახალციხესა და ასპინძა-ბორჯომში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

დღეს, 11 ივნისს, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ახალციხის მაჟორიტარად ვაჟა ჩიტაშვილი წარადგინა, ხოლო ასპინძისა და ბორჯომის მაჟრიტად კანდიდატად -ტარიელ ლონდარიძე.

იმ ამომრჩევლებს, რომლებიც ახლაციხეში იყვნენ შეკრებილი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა დავით ბაქრაძემ, ნიკა მელიამ და ოთარ კახიძემ წარუდგინეს.

ვაჟა ჩიტაშვილი ამჟამად საქართველოს პარლამენტის მერვე მოწვევის დეპუტატია, სადაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ახალციხის საარჩევნო ოლქის დეპუტატია.

ბაქრაძის თქმით, ქართული ოცნების დროს მოიმატა უმუშევრობამ, დასუსქმებლობამ, მოიმატა მოქალაქეების ხარჯებმა. ბაქრაძე ამბობს, რომ ყველაფერს მაშინ ეშველება, როდესაც ისინი ერთიანად მივლენ არჩვენებზე და 8 ოქტომბერს აირჩევს იმ გუნდს, რომელიც საქმეს გააკეთებს

“8 ოქტომბრის არჩვენებზე ვინც მოვა, უნდა მოვიდეს არა იმიტომ, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” მისცეს ხმა. არა, 8 ოქტომბრის არჩევნებზე ყველა უნდა მოვიდეს იმიტომ, რომ მის საკუთარ ოჯახს, მის საკუთარ მომავალს მისცეს ხმა”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ბაქრაძე დარწმუნებულია, რომ ეს მომავალი დაკავშირებულია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გუნდთან და კონკრეტულად იმ მაჟორატართან, რომელიც დღეს წარუდგინა.

ტარიელ ლონდარიძე, ასპინძისა და ბორჯომის მაჟორიტარობის კანდიდატი, მე-12 საუკუნის, კლდეში ნაკვეთი ისტორიული ძეგლის, ვარძიის ფონზე წარადგინეს.

ლონდარიძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ასპინძელებთან და ბორჯომელებთან ერთად დაამარცხებენ ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც წარმატებული მომავალი წაართვა საქართველოს მოქალაქეებს. ლონდარიძის თქმით, ეს შეუძლია მხოლოდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გუნდს.

ტარიელ ლონდარიძემ საქართველოს პარლამენტის მერვე მოწვევის (2012-2016) დეპუტატია და არის ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი