ახალი ამბები

უსუფაშვილი: „რუსთავი 2“-ის არჩევანია, რომ მეპატრონეთა ცვლილებების ასეთი კასკადი დაებედა

11 ივნისი, 2016 • 1614
უსუფაშვილი: „რუსთავი 2“-ის არჩევანია, რომ მეპატრონეთა ცვლილებების ასეთი კასკადი დაებედა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ის არჩევანია, რომ ასეთი მეპატრონეები თუ მეპატრონეთა ცვლილებების ასეთი კასკადი დაებედა.

„სამწუხაროდ, „რუსთავის 2“-თან დაკავშირებული დიდი თუ პატარა თემა ყოველთვის იწვევს ხელის გაშვერას ხან არსებული მთავრობისკენ, ხან ყოფილი მთავრობისკენ. ამაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან „რუსთავი 2“-ს დაებედა ასეთი ბედი და ეს დიდწილად შესაძლოა თავად მათი არჩევანია, რომ ასეთი მეპატრონეები თუ მეპატრონეთა ცვლილებების ასეთი კასკადი დაებედა. თუ სააპელაციო სასამართლომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, უბრალოდ, ვისურვებ, რომ ძალაში დარჩეს ყველაფერი იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნებამდე თუ „რუსთავი 2“ შეჩერდა ან მან შეცვალა მაუწყებლობა, ეს იქნება დღევანდელი მთავრობის, დღევანდელი ხელისუფლების საწინააღმდეგო ნაბიჯი. ეს იქნება ვიღაც სხვის პოლიტიკური გამარჯვება. იმედი მაქვს, რომ ამას გაითვალისწინებენ თავად მოდავე მხარეები“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

10 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლო კოლეგიამ, ნატა ნაზღაიძის, შორენა ყაველაშვილის და ნათია გუჯაბიძის შემადგენლობით რუსთავი 2-ის საქმეზე ხუთთვიანი განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება გამოიტანა. მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წილის 100% კვლავაც ქიბარ ხალვაშის საკუთრებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი