ახალი ამბები

პარლამენტმა 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების დარღვევაზე დასკვნა მიიღო

10 ივნისი, 2016 • 1251
პარლამენტმა 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების დარღვევაზე დასკვნა  მიიღო

დღეს, 10 ივნისს პარლამენტმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა ,,წარსულში ( 2004-12 წლებში) ჩადენილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური დანაშაულის შესახებ“ 81 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მიიღო.

კენჭისყრამდე ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ დადგენილებას დაემატება რეკომენდაცია, რომლის მიხედვით წამების მუხლებით გასამართლებულ პირებს საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება, ასევე პოლიტიკური თანამდებობის დაკავება აეკრძალებათ.

“მინდა მოგილოცოთ. ჩვენ მოვახერხეთ 2004-2012 წლების რეჟიმის სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასება. ვულოცავ მოქალაქეებს ამ დადგენილებას მიღებას,” -განაცხადა სხდომის თავმჯდომარემ, მანანა კობახიძემ.

დოკუმენტი სამუშაო ჯგუფმა მოამზადა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ კომიტეტის წევრები, საქართველოს მთავარი პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფის მუშაობის საერთო ზედამხედველობას ახორციელებდა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.

დასკვნის თანახმად, 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას სისტემატიური ხასიათი ჰქონდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი