წარმოგიდგენთ 10 ივნისს გასამართ ღონისძიებათა ანონსს:

11:00 საათზე,   “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ,,ანგარიში თბილისს’’ პროექტის ფარგლებში პირველ პრესკონფერენციას გამართავს, რომელიც 2016 წლის სარეაბილიტაციო პროექტებსა და კომპანიის ახლადდანერგილ კონცეფციას, ბიზნესცენტრების მოდელს მიეძღვნება. პრესკონფერენციას, კომპანიის საოპერაციო დირექტორი და თბილისის მთავარი დისპეჩერი ჩაატარებენ. მისამართი: მ.კოსტავას I შესახ. N33, (ლაგუნა ვერეს მიმდებარედ).

11:00 საათზე “პირველის პრესკლუბში” “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – „აფბას“ ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი ბრიფინგს გამართავს. თემა: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემების შეფასება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:30 საათზე “პირველის პრესკლუბში” “ქალთა პარტიის” ლიდერი ხათუნა მაჭავარიანი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00 საათზე “პირველის პრესკლუბში” “თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ წევრი სანდრო ბრეგაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე და მათ შორის პარტიის სამომავლო გეგმებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

12:00 საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ამომრჩეველთა სიის ფორმირებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრას გამართავს. მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

12:00 საათზე, ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმში (ქ. ფოთი, 26 მაისი ქ. №9) გაიმართება ცნობადობის ამაღლების სემინარი სტანდარტებისა და მეტროლოგიის შესახებ. მასში მონაწილეობას მიიღებს ფოთში მოქმედი მეწარმეები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, უცხოელი ექსპერტები და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

13:00 საათზე, თბილისის მერი დავით ნარმანია 13 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს. მის. : ექსპო ჯორჯია, მე-3 პავილიონი. საკონტაქტო პირი : ნინი მთვარაძე 598 141 151

14:00 საათზე, სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიაში”(ვარდების მოედნი N1) საქართველოს ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდამაღრაძე და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი საქართველოში კენ უოლში ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს ხელს  მოაწერენ.

16:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება. მის: თავისუფლების N2

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *