ნეტგაზეთი | ძია ვანო ქუთაისელი ბავშვებისთვის [Video] ძია ვანო ქუთაისელი ბავშვებისთვის [Video] – Netgazeti
RU | GE  

ძია ვანო ქუთაისელი ბავშვებისთვის [Video]

ძია ვანო – ასე დაარქვეს ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრში მეტყევეს, რომელიც წითელქუდასა და მის ბებიას მგლისგან იხსნის.
სპექტაკლში “წითელქუდა”, რომელიც ქუთაისის თოჯინების თეატრში დაიდგა, მთავარი მოქმედი გმირი სწორედ ძია ვანოა, რომელიც ტყეს იცავს ბოროტმოქმედებისგან, უგებს მათ ხაფანგებს, იცავს კეთილ და სუსტ ცხოველებს, ცხადია, ამარცხებს მგელს და გმირულად ათავისუფლებს წითელქუდას.
მასალა მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “რეგიონული საკითხების გაშუქება” – ფარგლებში. მასალის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი “ბათუმელები” | ნეტგაზეთი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი