ახალი ამბები

ქიბარ ხალვაში: გვარამიასთან ერთად ავტობუსში არ ვიმგზავრებ

8 ივნისი, 2016 •
ქიბარ ხალვაში: გვარამიასთან ერთად ავტობუსში არ ვიმგზავრებ
“[ნიკა] გვარამიასთან ერთად ავტობუსში არ ვიმგზავრებ. ეს არ არის ჩემი ოცნება. ჯერ არ ვფიქრობ, რომ ეს არის საქართველოს გადარჩენის ფორმულა. მე ვიბრძვი ჩემი უფლებების აღსადგენად”, – ასე უპასუხა ქიბარ ხალვაშმა ნეტგაზეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გახმიანებული ინიციატივის შესახებ დასმულ შეკითხვას.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ თუ სასამართლო დავა ქიბარ ხალვაშისა და დავით დვალის სასარგებლოდ დასრულდება, მზადაა ფინანსურ გარანტად დაუდგეს მათ, ოღონდ ნიკა გვარამიას და რუსთავის 2-ის მენეჯმენტს არ შეეხონ არჩევნების ჩატარებამდე.
ნეტგაზეთის დამატებით შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა მისი პასუხი იმას, რომ ივანიშვილის მიერ გახმიანებულ ინიციატივაზე უარს ამბობს, ქიბარ ხალვაში აცხადებს:
“სასამართლო ჯერ არ მომიგია და რაზე ვთქვა უარი? ჯერ მოვიგოთ და რასაც ჩავთვლი საუკეთესოდ, იმას გადავწყვეტ”, – გვითხრა ხალვაშმა.
ნეტგაზეთმა დღეს ივანიშვილის ზემოხსენებულ განცხადებაზე კომენტარის ჩაწერა ნიკა გვარამიასთანაც სცადა, თუმცა მან თქვა, რომ ეს არასერიოზული საკითხია და კომენტარს არ გააკეთებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი