ახალი ამბები

“P.S.”: ქუთაისელები ტელეიმედის სტუდიის მშენებლობას აპროტესტებენ

9 იანვარი, 2012 • 1315
“P.S.”: ქუთაისელები ტელეიმედის სტუდიის მშენებლობას აპროტესტებენ

ფოტო P.S.
ფოტო P.S.

ქუთაისში, მშენებარე პარლამენტის წინ მდებარე რვასართულიანი კორპუსის სახურავზე ტელეკომპანია “იმედის” სატელევიზიო სტუდია შენდება, რასაც კორპუსის მოსახლეობა ამ დრომდე უშედეგოდ აპროტესტებს.

იმერეთის რეგიონული გაზეთი “პოსტსკრიპტუმი” (P.S.) ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირ. აბაშიძის #17–ში მდებარე კორპუსის სახურავზე 25–ტონიან შუშის კონტსრუქციას აშენებენ. შენობა კი 43 წლისაა და ამ ხნის მანძილზე არანაირი რესტავრაცია არ ჩატარებია.

“ამის გამო ჩვენს სართულზე უნდა დაიბურღოს საყრდენი კედლები. არ გვინახავს ექსპეტიზის დასკვნა. არ ვიცით, იქნება თუ არა გამოსხივება. საერთოდ, რამდენად მიზანშეწონილია მსგავსი სამსახურის განთავსება საცხოვრებელი ბინის სახურავზე? არა გვაქვს უსაფრთხოების გარანტია, არ არის გაფორმებული ხელშეკრულება მერვე სართულის მცხოვრებლებთან, არ არის გამოყოფილი კომპენსაცია. ტელეკომპანია „იმედის“ მენეჯერს არც უკადრებია ქუთაისში ჩამოსვლა, მხოლოდ თბილისიდან იძლევა ბრძანებებს,“ – აცხადებს კორპუსის ერთ–ერთი მცხოვრები ფარნაოზ სინატაშვილი “P.S.”–თან საუბარში.

კორპუსის მაცხოვრებლებმა შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართეს ქუთაისის მერიას, თუმცა ქალაქის მერის, გიორგი თევდორაძის თქმით, ქალაქისთვის ფრიად მნიშვნელოვანი ფაქტი ხდება, რომ ისეთი სოლიდური მედიასაშუალება ქუთაისში თავისი სტუდიის მოწყობას აპირებს.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი