სტამბულში პოლიციის ავტობუსზე თავდასხმას 11 ადამაინი ემსხვერპლა, ათეულობით კი – დაჭრილია. როგორც BBC წერს, თავდამსხმელებმა ბომბი ააფეთქეს.

გარდაცვლილთა შორის შვიდი პოლიციელია, ოთხი კი, სამოქალაქო პირი.

მიმდინარე წელს ეს უკვე მეოთხე შემთხევაა, როდესაც თურქეთში მასშტაბური თავდასხმა მოხდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ქურთი სეპარატისტების ჩართულობაზე ისაუბრა.

აფეთქება მოხდა სტამბულის ისტორიულ ბეიაზითის მოედანზე, სადაც თავს ბევრი ტურისტი იყრის. იქვეა სტამბულის უნივერსიტეტის შენობა.

BBC-ის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა თავდამსხმელებმა დისტანციურად აამოქმედეს.

პრეზიდენტმა ერდოღანმა საავადმყოფოში დაზარალებილების მონახულებისას განაცხადა, რომ ეს თავდასხმები მიმართულია მათ წინააღმდეგ, ვინც ხალხის უსაფრთხოებას იცავს.

“ეს არ შეიძლება მივუტევოთ ან ვაპატიოთ. ჩვენ ბოლომდე დაუღალავად ვიბროლებთ ტერორიზმის წინააღმდეგ,”- განაცხადა ერდოღანმა.

თურქ ხალხსა და მთავრობას მიუსამძიმრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა:

გამომძებლები მუშაობენ შემთხვევის ადგილზე © EPA 07.06.2016
გამომძებლები მუშაობენ შემთხვევის ადგილზე © EPA 07.06.2016
პოლიციელი მობმის აფეთქების ადგილის მახლობლად © EPA 07.06.2016
პოლიციელი მობმის აფეთქების ადგილის მახლობლად © EPA 07.06.2016
ადამიანები სტამბულში, ბომბის აფეთქების შემდეგ ერთ-ერთ მაღაზიასთან © EPA 07.06.2016
ადამიანები სტამბულში, ბომბის აფეთქების შემდეგ ერთ-ერთ მაღაზიასთან © EPA 07.06.2016
პოლიციის თანამშროლები ბომბის აფეთქების ადგილას მუშაობენ. © EPA 07.06.2016
პოლიციის თანამშროლები ბომბის აფეთქების ადგილას მუშაობენ. © EPA 07.06.2016
პოლიციელები იცავენ ბომბის აფეთქების ადგილის მიმდებარე ტერიტორიას © EPA 07.06.2016
პოლიციელები იცავენ ბომბის აფეთქების ადგილის მიმდებარე ტერიტორიას © EPA 07.06.2016

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *