ახალი ამბებისაზოგადოება

რა კეთდება სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის

9 ივნისი, 2016 • 3742
რა კეთდება სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვრის საჯარო სკოლას 300-მდე მოსწავლე ჰყავს. შენობის ფართი 2 344 კვადრატულ მეტრს შეადგენს და შვიდ ახლომდებარე სოფელს ემსახურება. შენობა 1980-იან წლებში აშენდა და, როგორც სკოლის დირექტორი, ლალი ოსიტაშვილი ამბობს, სრული რეკონსტრუქცია ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ არ ჩატარებია.

სადენების გაუმართაობის გამო სკოლის შენობის თითქმის ნახევარს ელექტროენერგია არ მიეწოდება. რემონტს საჭიროებს სპორტული დარბაზიც. დირექტორის თქმით, ხის იატაკი, რომელიც შენობის აშენების შემდეგ არ შეცვლილა, ადვილად მტვერდება და დარბაზში ყოფნას გაუსაძლისს ხდის. ცუდ მდგომარეობაშია საპირფარეშოებიც, რომლებიც შენობის გარეთ მდებარე ნაგებობაშია მოწყობილი. ნაგებობას არ მიეწოდება ელექტროენერგია, არ არსებობს გათბობის სისტემაც. გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო მოსწავლეები სკოლის საპირფარეშოების გამოყენებას ხშირად სახლში წასვლას ამჯობინებენ. 2008 წლის ომის დროს დაზიანდა შენობის სახურავიც.

გაუმართავი სადენების გამო, კეხიჯვრის საჯარო სკოლის თითქმის ნახევარს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება 01.06.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

გაუმართავი სადენების გამო, კეხიჯვრის საჯარო სკოლის თითქმის ნახევარს ელექტროენერგია არ მიეწოდება 08.06.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

კეხიჯვრის საჯარო სკოლას ნაწილობრივი რეკონსტრუქცია სამჯერ ჩაუტარდა. 2010 წელს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სკოლის შენობის კარ-ფანჯარა შეცვალა, 2013 წელს კი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ძალებით შენობაში გათბობის სისტემა დამონტაჟდა. ამავე წელს ევროკავშირის დაფინანსებით გამოიცვალა შენობის სახურავი. წინასაარჩევნოდ გაარემონტეს შენობის ფლიგელიც, სადაც საარჩევნო უბანი იყო მოწყობილი.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვრის სკოლას სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენჯერმე ჩატარდა. წინასაარჩევნოდ გარემონტდა შენობის ფლიგელი, სადაც საარჩევნო უბანი იყო მოწყობილი 01.06.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვრის სკოლას სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენჯერმე ჩატარდა. წინასაარჩევნოდ გარემონტდა შენობის ფლიგელი, სადაც საარჩევნო უბანი იყო მოწყობილი 08.06.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ქარელის მუნიციპალიტეტის სოხფელ კეხიჯვრის საჯარო სკოლა იმ 100-მდე სკოლის სიაში მოხვდა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების ათასწლეულის გამოწვევის ფონდი გაარემონტებს. 

მიუხედავად ჩატარებული სამუშაოებისა, როგორც, ათასლეულის გამოწვევების ფონდის  ინჟინერი აღნიშნავს, სანიაღვრე სისტემის გაუმართაობის გამო სახურავიდან წყალი რამდენიმე ადგილას ჟონავს და შენობის კედლებს აზიანებს. არსებულ სტანდარტებს არ შეესაბამება გათბობის სისტემაც.

სტანდარტებს არ შეესაბამება კეხიჯვრის საჯარო სკოლაში არსებული გათბობის სისტემა 01.06.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

სტანდარტებს არ შეესაბამება კეხიჯვრის საჯარო სკოლაში არსებული გათბობის სისტემა 08.06.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

სარემონტო სამუშაოები სასწავლო წლის დასრულების შემდეგ დაიწყება და დაახლოებით 6 თვე გაგრძელდება. მისი ბიუჯეტი 472.314,01 ამერიკულ დოლარს შეადგენს.

პროექტი აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარეობს, რომლის მიზანიც საქართველოში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაა – ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების გზით.

რემონტს საჭიროებს სოფელ კეხიჯვირს საჯარო სკოლის სტპორტული დარბაზი, რომლის იატაკიც, შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ არ შეკეთებულა 01.06.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

რემონტს საჭიროებს სოფელ კეხიჯვირს საჯარო სკოლის სტპორტული დარბაზი, რომლის იატაკიც, შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ არ შეკეთებულა 01.06.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

პროექტის ფარგლებში. 2014 წლიდან ათასწლეულის გამოწვევის ფონდი განსაზღვრული კრიტრიუმებით შერჩეული სკოლების რეაბილიტაციას ახორციელებს.

“კრიტერიუმი, რის მიხედვითაც ხდება სკოლების შერჩევა, არის ბენეფიციართა რაოდენობა. შემდეგ- ინფრასტრუქტურული მდგომარეობა, ასევე, რამდენად დიდია  სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობა იმ რეგიონში და ასევე სხვა რამდენიმე ფაქტორი. შედეგად, მოხდა შემთხვევითი შერჩევის კრიტერიუმებით სკოლების იდენტიფიცირება და არანაირი სუბიექტური ფაქტორი არ ყოფილა”, – ამბობს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, მაგდა მაღრაძე.კეხიჯვრის საჯარო სკოლა

მაღრაძის თქმით, ამ პროექტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული 15 საჯარო სკოლა უკვე გარემონტდა, წელს დასრულდება კიდევ 15 სკოლის რეკონსტრუქცია. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი 2019 წლამდე 100-მდე სკოლის რეკონსტრუქციას გეგმავს, რისთვისაც დაახლოებით 54 მლნ. აშშ დოლარი დაიხარჯება:

საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღებთ 100 სრულად რეაბილიტირებულ სკოლას. დაახლოებით 37 000 მოსწავლე მიიღებს გაუმჯებესებულ სასწავლო გარემოს,” – ამბობს მაგდა მაღრაძე.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვრის საჯარო სკოლის მოსწავლეები 01.06.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვრის საჯარო სკოლის მოსწავლეები 01.06.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ფონდს შემუშავებული აქვს სტანდარტებიც, რომლის მიხედვითაც შერჩეული სკოლების რეაბილიტაციას ახორციელებს. ათასწლეულის გამოწვევის ფონდში გვითხრეს, რომ სტანდარტების განსაზღვრა დაახლოებით ერთი წელი მიმდინარეობდა. ამისთვის ფონდმა უცხოური საკონსულტაციო ორგანიზაციები დაიქირავა, რომლებმაც შექმნეს გაიდლაინები, რათა ყველა სკოლა, რომლის რეკონსტრუქციასაც ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ჩაატარებს, ერთნაირი სტანდარტით შეკეთდეს. გათვალისწინებულია გარემოს დაცვის ფაქტორები და სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეების მოთხოვნილებები. რეაბილიტირებულ შენობებში მოეწყობა ლაბორატორიები და რეკრეაციული ზონები. 

ხიდისთავის საჯარო სკოლა, სადაც ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქმის დაასრულა 08.06.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ხიდისთავის საჯარო სკოლა, სადაც ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქმის დაასრულა 08.06.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი მხოლოდ იმ საჯარო სკოლების რეაბილიტირებას ახორციელებს, რომელთა შენობის კონსტრუქციაც დარღვეული არაა. იმ 100-მდე სკოლის გარდა კი, რომლებიც ფონდმა შეარჩია, საქართველოში 2100-ზე მეტი სკოლა ფუნქციონირებს.

საქართველოში არსებული სკოლების ინფრასტრუქტურულ განვითარება სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს კომპეტენციაა.

სააგენტო 2009 წელს დაარსდა. ბოლო მონაცემებით, 1430 სკოლაში ჩაატარა სარეაბილიტაციო სამუშაოები. თუმცა შეზღუდული ფინანსების გამო, როგორც ინფრასტრუქტურული განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე, თემურ მაჩაიძე ამბობს, რამდენიმე სკოლაში სამუშაოების რამდენიმე ეტაპად ჩატარება მოუხდათ:

იყო შემთხვევები, როცა სკოლებს 2013 წელს გავუკეთეთ სახურავი და მაშინ ფინანსების არქონის გამო 2014-ში მიუბრუნდით და გავუკეთეთ გათბობა” – ამბობს მაჩაიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას. 

(საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ შექმნილი მონაცემთა ბაზა, რომელიც საქართველოს მასშტაბით სკოლებში ჩატარებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ასახავს)


საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო საქართველოს მასშტაბით არსებული სკოლების დირექტორებისგან ყოველდღიურად 100–მდე წერილს იღებს. სამოქმედო გეგმა, თუ რომელი სკოლების რეაბილიტაცია უნდა განხორციელდეს, ამ წერილების განხილვის და კორესპონდენციის შემდეგ იქმნება. როგორც სააგენტოში გვითხრეს, გეგმის შედგენისას პრიორიტეტს ისეთ სკოლებს ანიჭებენ, რომლებიც გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს:

ვცდილობთ პრიორიტეტების მიხედვით ვიაროთ. სახურავი, კარ-ფანჯარა, გათბობის სისტემა, სანიტარულ-ჰიგიენური პრობლემების მოგვარება, რაც პირველი აუცილებელი მოთხოვნილებაა, და შემდეგ გადავდივართ შენობის რეაბილიტაციაზე. ჩვენ გვყავს მცირე განყოფილება, რომელიც მუდმივ რეჟიმში საქმიანობს. სწავლობს არსებული შენობის მდგომარეობას. არის სკოლები, რომლებიც ჩვენი ძალებით შეგვიძლია დავაპროექტოთ და შევისწავლოთ,” – ამბობს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე.

მაჩაიძის თქმით, ისეთი სკოლები, სადაც მდგომარეობა ძალიან მძიმეა, გამოსაკვლევად ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გადაეცემა. იმ შემთხვევაში, თუ ბიუროს დასკვნა დაემთხვევა სააგენტოს შეფასებას, რომ შენობა არ ექვემდებარება რეაბილიტაციას, ან მისი შეკეთება არარენტაბელურია, იქმნება ნუსხა და დგება ახალი შენობის აშენების პროექტი. საგანამნათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ამ ეტაპზე 22 სკოლის პროექტი აქვს დასრულებული, რომელთა აშენებაზეც ტენდერები ეტაპობრივად ცხადდება.

ხიდისთავის საჯარო სკოლა, სადაც ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქმის დაასრულა 08.06.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ხიდისთავის საჯარო სკოლა, სადაც ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქმის დაასრულა 08.06.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ათასწლეულის გამოწვევის ფონდთან, რომელიც 100-მდე სკოლის რეაბილიტირების პროექტს ახორციელებს. ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს თქმით, ისინი იცნობენ ფონდის მიერ შექმნილ სტანდარტებს სკოლების რეაბილიტირებისას, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის სტანდარტები მაღალია და დიდ ფინანსურ მხარდაჭერას საჭიროებს:

არის თემები, სადაც შესაძლებელია შევჯერდეთ [ათასწლეულის გამოწვევის ფონდთან]. არის თემები, სადაც მაღალ სტანდარტზე ადის. ამჟამად დამუშავების პროცესში ვართ ახლა, არსებული ფინანსები თუ გაგვიშვებს მაღალ სტანდარტებზე,” – ამბობს სააგენტოს დირექტორის მოადგილე, თემურ მაჩაიძე.

ხიდისთავის საჯარო სკოლა, სადაც ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქმის დაასრულა 08.06.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ხიდისთავის საჯარო სკოლა, სადაც ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქმის დაასრულა 08.06.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

მაჩაიძის თქმით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს შემუშავებული აქვს საკუთარი სტანდარტები, რათა ის მინიმალური მოთხოვნილებები მაინც შეასრულონ, რაც აუცილებელია დღევანდელი საჯარო სკოლისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი