დღეს, 27 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე ახალი საარჩევნო კოდექსი, მესამე მოსმენით, საბოლოოდ დაამტკიცა. მას მხარი 111–მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 2 დეპუტატი იყო.

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, კოდექსის მიღება განსაკუთრებით დეპუტატებსა და იმ პირებს მიულოცა, რომლებიც 1 წლის განმავლობაში ახალი საარჩევნო კოდექსის  შემუშავებაში აქტიურად მონაწილეობდნენ.

“კოდექსი მიღებულია და ახლა ერთი პატარა დეტალი დარჩა – არჩევნები უნდა ჩავატაროთ,” – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *