ახალი ამბები

პარლამენტმა ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები საბოლოოდ დაამტკიცა

27 დეკემბერი, 2011 • 1097
პარლამენტმა ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები საბოლოოდ დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა დღეს, 27 დეკემბერს, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები მე–3 მოსმენით, 114 ხმით, ერთსულოვნად დაამტკიცა.

აღნიშნული ცვლილებების თანახმად, დეპუტატთა რაოდენობა პარლამენტში კვლავ 150 იქნება, საიდანაც 73 მაჟორიტარული წესით იქნება არჩეული, ხოლო 77 –პროპორციული სისტემით. მომავალ არჩევნებზე ამ ცვლილებით გარანტირებული იქნება იმ მსჯავრდებულების მიერ ხმის მიცემის უფლება, რომლებიც ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის არიან გასამართლებულნი და მათ არაუმეტეს 5 წლით აქვთ მისჯილი თავისუფლების აღკვეთა. ასევე, მომავალ პარლამენტში გაადვილდება ფრაქციების შექმნა ისეთი პარტიებისთვის, რომლებიც სათანადო მანდატს ვერ მოიპოვებენ.

მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით კონსტიტუციური კანონის მიღებასთან დაკავშირებული ბარიერის საკითხი შემდეგნაირად განისაზღვრა და აღინიშნა, რომ   საკონსტიტუციო პროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ 3/4 დაუჭერს, ნაცვლად დღეს მოქმედი 2/3-სა.

საკონსტიტუციო უმრავლესობასთან დაკავშირებული ჩანაწერი 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან უნდა ამოქმედდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი