ახალი ამბები

qartli.ge: გოროზიამ ვაუჩერი სოფლის რწმუნებულის მშობლებს მიუტანა

27 დეკემბერი, 2011 • 1803
qartli.ge: გოროზიამ ვაუჩერი სოფლის რწმუნებულის მშობლებს მიუტანა

სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის განკუთვნილი პირველი 30–ლარიანი ვაუჩერი გორის რაიონში სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ სოფელ ბერბუკის რწმუნებულის, სოსო ბეჟანიშვილის მშობლებს მიუტანა.

ინფორმაციას ამის თაობაზე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

30– ლარიანი ვაუჩერები, მთელი საქართველოს მასშტაბით, სოფლებში ყველა ოჯახისთვის დარიგდება. მთლიანად საქართველოში 800 000, ხოლო გორის რაიონში 30 000 ვაუჩერია გათვალისწინებული თითოეულ ოჯახზე.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი