ახალი ამბები

სავარაუდოდ მეორეული ტექნიკის გაყიდვისათვის “აიფონ პლუსს” საგამოძიებო სამსახური ამოწმებს

6 ივნისი, 2016 • 1706
სავარაუდოდ მეორეული ტექნიკის გაყიდვისათვის “აიფონ პლუსს” საგამოძიებო სამსახური ამოწმებს

ფინანსთა საინისტროს საგამოძიებო სამსახური შპს “აიფონ პლუსის” და შპს “ეფლსიტის” საქმიანობას ამოწმებს. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მაღაზიების ქსელში სავარაუდოდ უკვე გამოყენებული მობილური ტელეფონები იყიდებოდა და არსებობს ფაქტის დამადასტურებელი ექსპერტიზის დასკვნა. ამას არ ეთანხმებიან თავად კომპანიაში და აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები კომპანიის დისკრედიტაციის მცდელობაა.

“სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, აიფონის ბრენდის რამდენიმე მოდელი არ არის ქარხნულად ახალი და უკვე ნამყოფია ექსპლუატაციაში, რომლებსაც აღნიშნული ფირმის ობიექტებში ასაღებდნენ, როგორც ახალ ტელეფონებს, და მნიშვნელოვნად აზარალებდნენ მომხმარებელს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტაციის შესწავლა და სავარაუდო ექსპლუატაციაში ნამყოფი მობილური ტელეფონების ქსელიდან ამოღება ექსპერტიზის ჩატარების მიზნით,” – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

კომპანიის განცხადებით კი, ამ ეტაპზე გამოძიებოს მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა ვერ ადასტურებს, რომ ტექნიკა მეორეულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი