ახალი ამბები

ახალი გაზეთი: ქუთაისის ბიუჯეტი შემცირდა

26 დეკემბერი, 2011 •
ახალი გაზეთი: ქუთაისის ბიუჯეტი შემცირდა

ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტი 36 მილიონ 445 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც თითქმის 20 მილიონი ლარით ნაკლებია მიმდინარე წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. 2010 წელს კი ქუთაისის მთავარი საფინანსო გეგმის მოცულობა 118 მილიონს შეადგენდა და თითქმის 82 მილიონი ლარით აღემატებოდა მიმდინარე წლის მაჩვენებლებს.

“ახალი გაზეთის” ცნობით, ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ განაცხადა, რომ ქუთაისს ჯერ მეორე დედაქალაქის სტატუსი არ მიუღია, რაც მომავალში მეტი თანხების მობილიზების გარანტი გახდება.

მომავალი წლის ბიუჯეტის თანახმად, ქუთაისის ადგილობრივი შემოსავლები 12 მილიონს შეადგენს, ხოლო 24 მილიონი გრანტების (გათანაბრებითი და მიზნობრივი ტრანსფერები) სახით არის დაგეგმილი.

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის შენახვას 2012 წელს ბიუჯეტიდან 7 მილიონზე მეტი მოხმარდება, 11 მილიონი დაიხარჯება ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, 5 მილიონი – განათლებისთვის, დაახლოებით 10 მილიონი – სპორტის, კულტურისა და რელიგიისთვის (აქედან 40 ათასი ლარი – ქუთათელ–გაენათელის ეპარქიისთვის), 2 მილიონი –სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებისთვის.

ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტი საკრებულომ ოპოზიციური შემადგენლობის (4 დეპუტატი) მხარდაჭერის გარეშე დაამტკიცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი