წარმოგიდგენთ 3 ივნისს გასამართ ღონისძიებათა ანონსს:
11:00 სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტი“-ს საკონფერენციო დარბაზში (მისამართი: თბილისი, თავისუფლების მოედანი 4) ,,მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით შექმნილი კომიტეტის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართება. კომიტეტის შემადგენლობაში შედიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, მოსამართლეები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
11:00 „ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია პრესკონფერენციას გამართავს საინფორმაციო სააგენტოში „რეპორტიორი“. მისამართი: იოსებიძის 57
11:00 “პირველის პრესკლუბში” მემარცხენე ალიანსის პოლიტიკური მდივანი პაატა ჯიბლაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე, მათ შორის ენერგოტარიფების გაიაფების საკითხზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00 გლდანის რაიონში რაგბის სავარჯიშო კომპლექსის მშენებლობის საფუძვლის ჩაყრის ცერემონია გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ვეტერანი მორაგბეები, ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრების წევრები. მის : მუხიანის დასახლება მე-4 მ/რ მიმდებარე ტერიტორია. საკონტაქტო პირი: ნინი მთვარაძე 598 14 11 51
13:00 “თავისუფალი დემოკრატების’’ ოფისში ირაკლი ალასანია პარტიის ახალ წევრს ვალერი ჩეჩელაშვილს წარადგენს.
14:00 აბანოების წარმომადგენლები სემეკის ოფისთან პროტესტის ნიშნად წყალს დაღვრიან. მისამართი: მიცკევიჩის 19
14:00 თბილისში, სასტუმრო “რუმსში” ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მომუშავე ორგანიზაციები და პროფესიონალები იკრიბებიან, რათა ერთად იმსჯელონ სკოლამდელი განათლების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ. კონფერენციის მიზანია შემუშავდეს სფეროს განვითარების ერთიანი, გაზიარებული ხედვა, სამოქმედო გეგმა და რეკომენდაციები არსებული გამოწვევების დასაძლევად. კონფერენცია ორგანიზებულია ”საქართველოს პორტიჯის ასოციაციის” და ასოციაცია სკოლამდელი განათლების მიერ, ”ღია საზოგადეობის ინსტიტუტის” მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.
17:00 საათზე ,თბილის საქალაქო სასამართლოში საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით მთავარი სხდომის წინა მოსამზადებელი, სასამართლო სხდომა გაიმართება. სხდომაზე განიხილავენ საქართველოსკულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 12 დეკემბრის ბრძანებების კანონიერების საკითხს. საქმეზე საია ახალ შუამდგომლობებს წარადგენს. საქმეზე საია მოსარჩელეების კახა კოჟორიძის, მარინა მიზანდარის და გიორგი გოგოჭურის ინტერესებს იცავს.
20:00 ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სამეგრელო – ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის რეაბილიტაციის მმართველი სულხან ზუმბურიძე, საქართველოში „აზიის განვითარების ბანკის“ მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი (ADB) ქეით ჯულიანი და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ქვესადგური მშენებლობის დასრულების საზეიმო ცერემონიას დაესწრებიან. მისამართი: ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი ახალსოფელი (სენაკი-ფოთის საავტომობილო მონაკვეთის მე-9 კმ.)