პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს 2 ივნისს ჟურნალისტებმა კომენტარის გაკეთება სთხოვეს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დირექტორის განცხადებაზე, რაზედაც მან უპასუხა:

„კაცი რომ იყოს, პასუხს გავცემდი. მეტს ვერაფერს გეტყვით“.

ნიკა გვარამიამ სამშაბათს “რუსთავი 2” -ის გადაცემა “არჩევანში” განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი  “ახალი მემარჯვენეების ფრაქციაში ფულით იყო ნაყიდი”.

გვარამიას არ დაუკონკრეტებია, რა ჰქონდა მხედველობაში. ამ განცხადების გამო ის მკაცრად გააკრიტიკეს “ახალმა მემარჯვენეებმა”.

“ადამიანებს როდესაც საპასუხო არაფერი აქვთ, შეურაცხყოფებზე გადადიან”, – ასე გამოეხმაურა 2 ივნისს ნიკა გვარამია კვირიკაშვილის კომენტარს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *