ახალი ამბები

შსს-ში პოლიციის დღე აღინიშნება

2 ივნისი, 2016 • 2000
შსს-ში პოლიციის დღე აღინიშნება

დღეს, 2 ივნისს, თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიციის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება. საზეიმო ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული სტუმრები: ლიტვის, მოლდოვისა და ბელორუსის შინაგან საქმეთა მინისტრები, ასევე, სხვა ქვეყნების ოფიციალური პირები.

ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით გახსნის შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. სამართალდამცველებს პროფესიულ დღეს მიულოცავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

წინა ხელისუფლების პირობებში პოლიციის დღე 6 მაისს აღინიშნებოდა. ეს თარიღი პოლიციის დღედ 2010 წელს გამოაცხადა მაშინდელმა შს მინისრტმა ვანო მერაბიშვილმა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, თავდაპირველად ეს დღე 19 მაისს (2013წ.) აღნიშნეს, შემდეგ – 30 მაისს (2014წ.), ხოლო შარშან (2015წ.) – 31 მაისს.

პოლიციის დღის აღნიშვნა. 2.06.2016. ფოტო: გივი ავალიანი/ნეტგაზეთი

პოლიციის დღის აღნიშვნა. 2.06.2016. ფოტო: გივი ავალიანი/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი